საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
17 მარტი 2020
Ge/Az
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან ბრიფინგი გამართა და რეგიონში COVID 19-ის გავრცელების წინააღმდეგ გატარებული პრევენციული ღონისძიებების, რეკომენდაციებისა და არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა.
სახელმწიფო რწმუნებულმა 18 მარტიდან რეგიონის მასშტაბით შიდა საქალაქო ტრანსპორტის მოძრაობის შეჩერებისა და საქალაქთაშორისო სამარშრუტო ტაქსების მოძრაობის შეზღუდვაზე გაამახვილა ყურადღება. სრულად შეიზღუდება სპორტდარბაზების და სპა-ცენტრების ფუნქციონირება. საუბარი შეეხო ყველა სამთავრობო და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობას, როგორც საჯარო ასევე კერძო სექტორისა და თითოეული მოქალაქისთვის.
აღნიშნული მიმართულებით რუსთავის მასშტაბით არსებული მდგომარეობისა და კონკრეტული შეზღუდვების შესახებ მედიის წარმომადგენლებს, დეტალური ინფორმაცია ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ მიაწოდა. მისი განცხადებით რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზზე შეზღუდვები არის გამოწვეული აუცილებლობით და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით მიღებული გადაწყვეტილება.
მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ყურადღება გაამახვილა საინფორმაციო კამპანიაზე, რომელიც აქტიურად ხორციელდება რეგიონისა და მუნიციპალიტეტების მასშტაბით. სამხარეო ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და სოციალურ ქსელში ინტენსიურ რეჟიმში ქვეყნდება მასალა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის, ყველა ახალი ინიციატივისა და რეკომენდაციის შესახებ.
დამზადდა და უკვე ვრცელდება საინფორმაციო ფლაერები ასევე, აზერბაიჯანულ და სომხურ ენაზე.
რეგიონის მასშტაბით, ბაგა-ბაღებისთვის განკუთვნილი, გამოუყენებელი საკვები პროდუქტი სოციალურ სასადილოებს, ბავშვთა სახლებსა და უშუალოს სააღმზრდელო დაწესებულებების ბენეფიციარებს გადაეცემათ.
შოთა რეხვიაშვილმა ყურადღება გაამახვილა საკვები პროდუქტების დეფიციტური მოთხოვნის არარსებობის შესახებ, ვინაიდან საზღვრებზე შეზღუდვები სატვირთო გადაზიდვებზე არ გავრცელებულა.
სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა, სკოლებში, ბაღებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ადმინისტრაციულ შენობებში, სავაჭრო ობიექტებში და ყველა აუცილებელ ლოკაციაზე პროცესი მიმდინარეობს ყოველდღიურად.
შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, რწმუნებულის ადმინისტრაცია და მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, მკაცრად გააკონტროლებენ სამთავრობო რეკომენდაციების შესრულების პროცესს.
ასევე, სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის მიხედვით, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულისა და რეგიონის მუნიციპალიტეტების ადმინიტრაციებში, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, შეჩერდა მოქალაქეთა მიღება, თანამშრომლები გადავიდნენ დისტანციური მუშაობის რეჟიმზე, თუმცა მოსახლეობა შეუფერხებლად სარგებლობს საჯარო უწყებებიდან ინფორმაციის მიღების სერვისით, როგორც ტელეფონით ასევე ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
Kvemo Kartlidə Dövlət Səlahiyyətlisi Administrasiyasında brifinq
Kvemo Kartlidə Dövlət Səlahiyyətlisi, Şota Rexviaşvili media nümayəndələri ilə brifinq keçirdi və regionda COVID 19-un yayılmasına qarşı önləmə tədbirlərindən, tövsiyələr və mövcud vəziyyətdən danışdı. Dövlət Səlahiyyətlisi 18 mart tarixindən şəhərdaxili ictimai nəqliyyatın fəaliyyətinin dayandırılacağı və şəhərlərarası “marşrut-taksi”lərin fəaliyətinin məhdudlaşdırılacağına diqqət çəkdi. İdman zalları və SPA mərkəzlərinin fəaliyyəti tamamilə məhdudlaşdırılacaq. İstər dövlət, istər özəl sahənin və hər bir vətəndaşın hökumət və Ümumdünya Səhiyyə Təşkilatının tövsiyələrinə əməl etməsinin vacibliyindən söhbət açıldı. Rustavi şəhəri miqyasında qeyd olunan istiqamətdə mövcud vəziyyət və konkret məhdudiyyətlər haqqında, ətraflı məlumatı media nümayəndələrinə şəhərin meri İrakli Tabağua çatdırdı. Onun açıqlamasına görə Rustavi-Tbilisi marşrut xəttindəki məhdudiyyət əhalinin sağlamlığını qorumaq zərurətindən irəli gələn bir qərardır.
Bölgənin Dövlət Səlahiyyətlisi fəal şəkildə bölgə və bələdiyyələr miqyasında həyata keçirilən məlumat kampaniyasına diqqət çəkdi. Bölgə administrasiyasının veb səhifəsində və sosial şəbəkədə intensiv şəkildə etnik azlıq nümayəndələri üçün bütün yeni təşəbbüs və tövsiyələr haqqında məlumatlar yayımlanır. Həmçinin azərbaycan və erməni dillərində məlumat vərəqləri hazırlanmışdır və artıq yayılmaqdadır.
Region miqyasında uşaq bağçalarına aid istifadə olunmamış qidalar sosial yeməkxanalar, uşaq evləri və uşaq baxım müəssisələrinə veriləcək. Şota Rexviaşvili vurğuladı ki, sərhəddəki məhdudiyyətin yük daşımalarına şamil olunmadığına görə qida məhsullarına defisit yoxdur.
Məktəblərdə, bağçalarda, ictimai nəqliyyatda, administrativ binalarda, ticarət obyektlərində dezinfeksiya işləri həyata keçirilmişdir və bütün lazımlı lokasiyalarda bu proses hər gün davam edir.
Şota Rexviaşvilinin sözlərinə görə Dövlət Səlahiyyətlisi Administrasiyası və munisipalitetlərin müvafiq xidmətləri, müxtəlif dövlət orqanları ilə birgə hökumət tövsiyələrinin yerinə yetirilməsinə ciddi nəzarət edir. Həmçinin, Hökumət İdarələrarası Koordinasiya Şurasının tövsiyəsinə əsasən Kvemo Kartli Dövlət Səlahiyyətlisi və regionun munisipalitet administrasiyalarında COVID 19-un yayılmasını önləmək məqsədilə vətəndaşların qəbulu dayandırıldı, işçilər uzaqdan iş rejiminə keçdilər, ancaq vətəndaşlar dövlət orqanlarından fasiləsiz məlumat almaq xidmətindən istər telefon, istərsə də elektron poçt vasitəsilə yararlanırlar.