A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired

Filename: mysqli/mysqli_driver.php

Line Number: 305

Backtrace:

File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct

File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)

Filename: Session/Session.php

Line Number: 143

Backtrace:

File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct

File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once

სამუშაო შეხვედრა C ჰეპატიტის საკომუნიკაციო კამპანიის „შენC„ ფარგლებში | სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ქვემო ქართლი

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

სამუშაო შეხვედრა C ჰეპატიტის საკომუნიკაციო კამპანიის „შენC„ ფარგლებში

16 ოქტომბერი 2019

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, სახელმწიფო პროგრამით მიმდინარე C ჰეპატიტის საკომუნიკაციო კამპანიის „შენC„ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, დაავდებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე, რუსთავის მერის მოადგილე, განკურნებულ პაციენტთა ასოციაციის, სათემო ორგანიზაცია „ახალი ვექტორის“, ყრუ-მუნჯთა ასოციაციის წარმომადგენლები და ცნობილი რუსთაველი სპორტსმენები დაესწრნენ.

შეხვედრის მიმდინარეობისას მხარეებმა სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობის პროცესზე და მიღწეულ შედეგებზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირების და ადრეული დიაგნოსტირების მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო სეზონური დაავადებების პრევენციის მიზნით განსახორციელებლ ღონისძიებებს.

დაიგეგმა  საინფორმაციო შეხვედრები მუნიციპალიტეტებში, სადაც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, სემინარები გაიმართება.

საქართველოში 2015 წლის 1 აპრილიდან მიმდინარეობს C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა. პროგრამის ფარგლებში მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა ჩაიტაროს დიაგნოსტიკა და მკურნალობის კურსი უფასოდ. მკურნალობა ხორციელდება ბოლო თაობის, ძვირი ბრენდული პრეპარატებით, რომელიც გამოირჩევა თითქმის 100 % იანი განკურნების ალბათობით. დღემდე პროგრამაში ჩაერთო 61 000-ზე მეტი მოქალაქე, მათგან მკურნალობა დაასრულა 56 000 პაციენტმა. განკურნების მაჩვენებელი 98% შეადგენს.

სამუშაო შეხვედრა განკურნებულ პაციენტთა ასოციაციის ორგანიზებით, დაავდებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და სათემო ორგანიზაცია „ახალი ვექტორის“ მხარდაჭერით, გაიმართა.

  • სამუშაო შეხვედრა C ჰეპატიტის საკომუნიკაციო კამპანიის „შენC„ ფარგლებში