საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
06 დეკემბერი 2018
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რუსთავის დღის ცენტრში, ღონისძიება გაიმართა, რომელსაც დეკანოზი მიქაელ ჭაბაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე, ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა და მერის მოადგილე გოჩა ლორია, სხვა მიწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრნენ.
ცენტრის ბენეფიციარებმა სტუმრების წინაშე, მინი სპექტაკლი - ,,ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ წარადგინეს. მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელმა პირებმა, ღონისძიების მონაწილეებსა და ორგანიზატორებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს.