Severity: Warning
Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired
Filename: mysqli/mysqli_driver.php
Line Number: 305
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
Severity: Warning
Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)
Filename: Session/Session.php
Line Number: 143
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
29 მარტი 2022
ქართულ-ამერიკული დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი ქვემო ქართლს ესტუმრა - დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა გაცნობითი ხასიათის, სამუშაო შეხვედრები მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში.
მხარეებმა დიალოგის ფორმატში განიხილეს რეგიონის პოტენციალი, ერთობლივად განხორციელებული ღონისძიებები და შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობები, რომლებიც ადგილზე სოფლის მეურნეობის დარგების განვითარებას, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობას და არაფორმალური განათლების მიღების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
საუბარი შეეხო პანდემიის შედეგად არსებულო გამოწვევებს - მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას. ასევე, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და იმ ჰუმანიტარულ აქტივობებს, რომელიც უკრაინელი ხალხის დასახმარებლად პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით მთელი ქვეყნის, მათ შორის ქვემო ქართლის მასშტაბით, აქტიურად ხორციელდება.
გიორგი დოხტურიშვილმა, ელჩს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა გაწეული ნაყოფიერი საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია მუდმივად იქნება მხარდამჭერი ყველა მნიშვნელოვანი ინიციატივის, რომელიც რეგიონში საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით განხორციელდება.