სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

სამუშაო შეხვედრა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში

22 მარტი 2022

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი წიკლაურმა, საგანგებო სიტუაციების მართვის რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელთან, მანუჩარ მარგიანთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

მხარისა და ადგილობრივი თვითმმრთველობის ხელმძღვანელმა პირებმა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დამატებითი სპეც-ტექნიკის გადანაწილების შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება და პრიორიტეტული მიმართულებები განსაზღვრეს - შედეგად, საავტომობილო გზების წმენდის პროცესი, ამ ეტაპზე, 19 ერთეული სხვადასხვა ტიპის მძიმე ტექნიკის ჩართულობით მიმდინარეობს.

სახელმწიფო რწმუნებულმა, რეგიონული სამსახურის წარმომადგენლებს და პროცესში ჩართულ ყველა სახელმწიფო უწყების თანამშრომლებს, დიდთოვლობის გამო შექმნილ საჭიროებებზე სწრაფი და ოპერატიული რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა და მხარეების კოორდინირებული საქმიანობის შედეგებზე ისაუბრა.

,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში შექმნილი რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საგანგებო სიტუაციების მართვის რეგიონული სამსახურისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გავმართე. ვისაუბრეთ შექმნილ ვითარებაზე და საჭიროებებზე, რომელიც დროულად და ოპერატიულად მოხსნის მოსახლეობის წინაშე არსებულ პრობლემებს. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დამატებითი სპეც-ტექნიკის მოიბილიზება მოხდება, რაც კიდევ უფრო დააჩქარებს გზების ინტენსიური გაწმენდის პროცესს. მოგეხსენებათ, რომ ქვემო ქართლის რეგიონში, საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები კვლავ აქტიურად გრძელდება. ადგილობრივები მარაგდებიან საჭირო მედიკამენტებითა და საკვები პროდუქტით - ეს პროცესი არ გაჩერებულა და ამ ეტაპზეც მიმდინარეობს. მინდა მადლობა გადავუხადო საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის თანამშომლებს გაწეული დაუღალავი საქმიანობისთვის, ასევე მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, რათა ყველა ლოკაციაზე დროულად აღმოიფხვრას დიდთოვლობის გამო შექმნილი პრობლემები“ - განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.

  • სამუშაო შეხვედრა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში