საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
21 მარტი 2022
Ge/Az
„გილოცავთ გაზაფხულის შემობრძანებას! განსაკუთრებით ვულოცავ დღევანდელ დღეს ჩვენს აზერბაიჯანელ ძმებსა და დებს, ჩვენს მეგობრებს! ნოვრუზ ბაირამი - განახლების, ხალხთა შორის ურთიერთგაგების, სოლიდარობის და ტოლერანტობის დღესასწაულია. ქვემო ქართლის რეგიონი კი ამის საუკეთესო მაგალითია. მნიშვნელოვანია ჩვენი აზერბაიჯანელი თანამოქალაქეების როლი და შეტანილი წვლილი, როგორც მუნიციპალიტეტის, ასევე რეგიონის განვითარებაში. ჩვენ სწორედ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ და ღირსეულად ვუპასუხებთ რეგიონის წინაშე არსებულ ყველა მნიშვნელოვან გამოწვევას - სწორედ, რომ სხვადასხვა ისტორიისა და განსხვავებული კულტურის ხალხების ერთიანობა ქმნის ჩვენი მრავალეროვნული სახელმწიფოს მტკიცე საძირკველს“ - გიორგი დოხტურიშვილი.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა, ქვეყნის პირველ პირებთან ერთად, მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის სახალხო დღესასწაული მარნეულის მუნიციპალიტეტიდან მიულოცა.
21 მარტს, მარნეულის მუნიციპალიტეტში ნოვრუზ ბაირამის სახალხო დღესასწაული აღინიშნა - ადგილზე პირადად იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად.
ქვეყნისა და რეგიონის პირველი პირები, სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში წარმოდგენილ კულტურული მემკვიდრეობის და განხორციელებული პროექტების ამსახველ ფოტო-მასალას, აზერბაიჯანულ ეთნო-კუთხეს და პავილიონებში წარმოდგენილ მხატვრულ ნამუშევრებსა და ხელნაკეთ ნივთებს გაეცნენ.
სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებმა სიმბოლური კოცონიც აანთეს და ნოვრუზ ბაირამის სახალხო დღესასწაული, საზოგადოებას პირადად მიულოცეს.
Novruz bayramı - 2022
,,Baharın gəlişi münasibəti ilə sizi təbrik edirik! Azərbaycanlı qardaş və bacılarımızı, dostlarımızı bu gün münasibətilə xüsusi təbrik edirik! Novruz bayramı xalqlar arasında yenilik, qarşılıqlı anlaşma, həmrəylik və tolerantlıq bayramıdır. Kvemo Kartli bölgəsi bunun ən yaxşı nümunəsidir. Həm bələdiyyənin, həm də regionun inkişafında Azərbaycan vətəndaşlarımızın rolu və töhfəsi mühümdür. Məhz birgə səylərlə biz regionun üzləşdiyi bütün mühüm çağırışlara ləyaqətlə cavab verə biləcəyik - müxtəlif tarixlərə və müxtəlif mədəniyyətlərə malik xalqların birliyi bizim çoxmillətli dövlətimizin möhkəm təməlini təşkil edir”, - Giorgi Doxturişvili.
Kvemo Kartli üzrə dövlət nümayəndəsi Giorgi Doxturişvili ölkənin birinci şəxsləri ilə birlikdə Marneuli bələdiyyəsindən əhalini Novruz bayramı münasibəti ilə təbrik edib.
Martın 21-də Marneuli bələdiyyəsində Novruz bayramı qeyd olundu - Gürcüstanın baş naziri İrakli Qaribaşvili qanunvericilik və icra hakimiyyəti orqanlarının və diplomatik korpusun nümayəndələri ilə birlikdə iştirak ediblər.
Ölkənin və rayonun birinci şəxsləri pavilyonlarda nümayiş etdirilən mədəni irsi əks etdirən fotomaterial və həyata keçirilən layihələr, xüsusi tərtibatlı məkanlarda, Azərbaycan etnoguşəsi və incəsənət və sənətkarlıq nümunələri ilə tanış olublar.
Bayram proqramı çərçivəsində mərkəzi və yerli özünüidarəetmə orqanlarının üzvləri də rəmzi tonqal alovlandıraraq, xalqı Novruz bayramı münasibətilə şəxsən təbrik ediblər.