Severity: Warning
Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired
Filename: mysqli/mysqli_driver.php
Line Number: 305
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
Severity: Warning
Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)
Filename: Session/Session.php
Line Number: 143
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
20 მარტი 2022
ქვემო ქართლის რეგიონის იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ძლიერმა თოვამ გადაადგილების პრობლემა შექმნა საავტომობილო გზები ინტენსიურ რეჟიმში იწმინდება. მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირების ერთობლივი ძალისხმევით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო შექმნილი პრობლემების დროულად აღმოსაფხვრელად ყველა აუცილებელი ღონისძიება ტარდება - შესაბამის ლოკაციებზე მობილიზებულია სპეც-ტექნიკა, საჭიროების შემთხვევაში ხდება მოსახლეობის მედიკამენტებითა და საკვები პროდუქტით მომარაგება.
ამ ეტაპზე, უკვე გაწმენდილია თბილისი-თეთრიწყაროს დამაკავშირებელი საავტომობილო გზა, ასევე დაწყებულია თეთრიწყარო-მანგლისის დამაკავშირებელი მონაკვეთის წმენდა. შესაბამისი სამუშაოები ჩატარდა სოფელ დურნუკში, ქოსალარში, ხაიშსა და წინწყაროში. დამატებითი ტექნიკით იწმინდება სოფელი ჭივჭავი. სამუშაოები მიმდინარეობს ქალაქ თეთრიწყაროსა და დაბა მანგლისის შიდა ქუჩებზეც, თუმცა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, არის სოფლები, სადაც მისასვლელი გზების გაწმენდა, არსებული რთული მეტეოროლოგიური მდგომარეობის გამო კვლავ ვერ ხერხდება.
ძლიერი თოვის გამო, გადაადგილება შეზღუდულია სოფელ ბოლნისის, დარბაზის, ტანძიის, ძველი ქვეშისა და ქვეშის თემებში, ასევე სოფელ დისველში - სპეციალური ტექნიკა გაწმენდით სამუშაოებს, ადგილზე, ეტაპობრივად, ახორციელებს და პროცესი, საჭიროების შესაბამისად, კვლავ აქტიურად გრძელდება. ამ ეტაპზე, მოძრაობა შეფერხებულია დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც - ირგანჩაი, საკირე, გორა, ლოქჭანდარი, კამიშლო, კარაბულახის ზედა სოფლები და იფნარის თემი.
სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული წალკის მუნიციპალიტეტშიც, სადაც ძლიერი თოვისა და ქარბუქის გამო, გზის საფარის გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება დროებით შეფერხებულია - ამ ეტაპზე, თოვლის საფარისგან ქალაქ წალკის შიდა ქუჩები იწმინდება, ეტაპობრივად განახლდება სოფლებთან მისასვლელი გზების წმენდის პროცესიც.
მოვუწოდებთ მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.