Severity: Warning
Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired
Filename: mysqli/mysqli_driver.php
Line Number: 305
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
Severity: Warning
Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)
Filename: Session/Session.php
Line Number: 143
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
17 მარტი 2022
ხვალიდან მარნეულის მუნიციპალიტეტს 5 ახალი ევროსტანდარტების შესაბამისი ავტობუსი მოემსახურება - მოსახლეობა კი მომავალი წლის ბოლომდე მუნიციპალური ტრანსპორტით შეუფერხებლად ისარგებლებს - გიორგი დოხტურიშვილი
მარნეულის მუნიციპალიტეტის ავტოპარკი 5 ახალი ევროპული სტანდარტების შესაბამისი ავტობუსით განახლდა, საიდანაც სამი ქალაქს, ხოლო ორი სოფელი წერეთლისა და ალგეთის მოსახლეობას მოემსახურება.
განახლებული ავტოპარკების პრეზენტაციას, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, საქართველოს პარლამენტში მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი ზაურ დარგალი და მარნეულის მერი კენან ომაროვი ადგილზე პირადად გაეცნენ.
,,ქვემო ქართლის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს მუნიციპალური ტრანსპორტის განახლება - ჩვენ მარნეულის მუნიციპალიტეტში შევიძინეთ 5 ერთეული ავტობუსი, რომელიც არის ევრო სტანდარტების შესაბამისი. ეს ავტობუსები ხვალიდან უკვე მარნეულის მოსახლეობას მოემსახურება. აღნიშნული პროგრამა აქტიურად გაგრძელდება. ჩვენ ვგეგმავთ მომავალი წლის ბოლომდე ყველა ის სოფელი დაკმაყოფილდეს, სადაც ამის საჭიროება დგას - მოსახლეობამ კი მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობა შეუფერხებლად შეძლოს” - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა.
ახალი მუნიციპალური ტრანსპორტის შეძენა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, რომელიც სრულად შეესაბამება თანამედროვე ტიპის ყველა ტექნიკურ მოთხოვნას - აღჭურვილია ევროსტანდარტების შესაბამისი ვენტილაციის სისტემით და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
ასევე, მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, საყოფაცხოვრებო ნარჩენების ეფექტურად მართვისა და არსებული სერვისის გაუმჯობესების მიზნით, მარნეულის დასუფთავების შესაბამის სამსახურს ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება დაემატა.
აღსანიშნავია რომ, გასულ წლებში მუნიციპალიტეტმა ასევე 5 ერთეული ახალი ავტობუსი შეისყიდა - პროცესი არსებული საჭიროების სრულად დაკმაყოფილების მიზნით, მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.