სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

გიორგი დოხტურიშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს უმასპინძლა

05 მარტი 2022

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ფაიგ გულიევს უმასპინძლა.

სამხარეო ადმინისტრაციაში მიმდინარე შეხვედრას, რეგიონის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და ერთობლივად განხორციელებულ და დაგეგმილ მასშტაბურ პროექტებზე გაამახვილეს ყურადღება.

მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა შეხვედრის მიმდინარეობისას ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკაზე,  პროცესში არსებულ მიღწევებზე და გამოწვევებზე ისაუბრა.  

,,გვქონდა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, ბატონ ფაიგ გულიევთან, რომელიც შეეხებოდა სამომავლო გეგმებს და დღემდე განხორციელებულ  აქტივობებს -  ორ ქვეყანას შორის, კონკრეტულად კი ქვემო ქართლთან მიმართებაში გადადგმულ ნაბიჯებს, როგორც აზერბაიჯანის საელჩოსგან, ასევე  კერძო სექტორისგან. ვისაუბრეთ სამომავლო ხედვებზე და გეგმებზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს ურთიერთთანამშრომლობით სამომავლოდ ჩვენი რეგიონი. გვაქვს კონკრეტული მიზნები, რომლებსაც შევეხეთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრა იქნება ნაყოფიერი და ერთობლივი ძალისხმევით ძალიან ბევრი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის განვითარებისთვის. მოგეხსენებათ, რომ ქვემო ქართლის რეგიონში ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობა არის დაახლოებით 200 ათასზე მეტი და გვაქვს ბევრი გამოწვევა ამ მიმართულებით, თუნდაც ენობრივი ბარიერის მხრივ, თუმცა სახელმწიფო განათლების სამინისტროსთან ერთად უამრავ პროექტს ახორციელებს და გვაქვს კონკრეტული შედეგები. შევეხეთ ასევე ინფრასტრუქტურული მიმართულებით ძალიან ბევრ სასიკეთო პროექტს, რომელსაც ერთობლივი ძალებით განვახორციელებთ“ - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა.

მხარის პირველმა პირმა ელჩს მადლობა გადაუხადა გაწეული მრავალმხრივი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის - დაიგეგმა ერთობლივად განსახორციელებელი ღონისძიებები.

  • გიორგი დოხტურიშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს უმასპინძლა