Severity: Warning
Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired
Filename: mysqli/mysqli_driver.php
Line Number: 305
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
Severity: Warning
Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)
Filename: Session/Session.php
Line Number: 143
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
23 თებერვალი 2022
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივით, ადმინისტრაციის ბალანსზე არსებული 18 ერთეული, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა ადგილობრივ თვითმმართველობებს საკუთრებაში გადაეცათ - ამ ეტაპზე, მარნეულის მუნიციპალიტეტმა - 5, გარდაბანმა - 4, დმანისმა - 3, ბოლნისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტებმა კი 2 - 2 ტრაქტორი მიიღეს.
სიახლით სარგებლობას სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და სხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები უფასოდ შეძლებენ - პროცესი მუნიციპალიტეტის სპეციფიკისა და სპეციალურად გაწერილი პროგრამის გათვალისწინებით განხორციელდება. დასაქმების მსურველთა ხელშეწყობის მიზნით, მოხდება შესაბამისი სტატუსის მქონე პირთა გადამზადებაც.
„ქვემო ქართლის რეგიონში, მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად, შევიმუშავეთ სამოქმედო გეგმა - პროგრამის მიხედვით, 18 ერთეული ტრაქტორი, რომელიც მუნიციპალიტეტებს დროებით სარგებლობაში ქონდათ, დღეიდან საკუთრებაში გადავეცით. ასევე დღეიდან, ყველა სოციალურად დაუცველი ოჯახი და მოწყვლადი ჯგუფი, მიწის დამუშავებისთვის საჭირო მომსახურებას განცხადების დარეგისტრირებისთანავე მიიღებს და ამ პროცესს ადგილობრივი თვითმმართველობები უზრუნველყოფენ. მოსახლეობისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რადგან, ხშირ შემთხვევაში, ოჯახებს შესაბამისი სახსრები არ გააჩნდათ და მიწები დაუმუშავებელი იყო - ეს პრობლემა დღეს უკვე გადაჭრილია.
მადლობა მინდა გადავუხადო მუნიციპალიტეტების მერებს, რადგან უშუალოდ მათი ჩართულობით მოხდა ამ პროგრამის შემუშავება - ყველა მათგანი მოწოდების სიმაღლეზეა რათა ეს სამუშაოები არ შეფერხდეს - 18 ერთეული ტრაქტორი სახნავ-სათეს მიწებზე აქტიურ ფაზაში მუშაობას დღეიდან დაიწყებს.“ - განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას, 18 ერთეული ტრაქტორი, შესაბამისი, სპეციალური აღჭურვილობით, 2016 წელს, კომპანია „სოკარმა“ გადასცა - აღნიშნული ტექნიკით სარგებლობას რეგიონის მუნიციპალიტეტები მხოლოდ თხოვების ხელშეკრულების საფუძველზე ახდენდნენ.