სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

ჰუბერტ ქნირში მხარეში სახელმწიფო რწმუნებულს შეხვდა

10 თებერვალი 2022

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, სამსახრეო ადმინისტრაციაში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ჰუბერტ ქნირშთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. 

გიორგი დოხტურიშვილმა ელჩს მადლობა გადაუხადა რეგიონში განხორციელებული მრავალმხრივი საქმიანობისა და აქტიური თანამშრომლობისთვის. 

მხარის პირველმა პირმა ჰუბერტ ქნირშს დეტალურად გააცნო ინფორმაცია ქვემო ქართლში არსებული გერმანული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ და ყურადღება გაამახვილა ისეთი ლოკაციების პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე, რომელიც, ამ დრომდე, ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არაა.

საუბარი შეეხო, ამიერკავკასიაში, პირველ გერმანულ დასახლებას, რომელიც სოფელი სართიჭალის ტერიტორიაზე 1817 წელს დაარსდა - ადგილზე შემორჩენილია ძველი გერმანული სახლები, ღვინის მარნები, ლუთერანული ეკლესიის კვალი და საფლავები  - სახელმწიფო რწმუნებულმა გერმანიის ელჩს პირადი ინიციატივა გააცნო, რომელიც აღნიშნული ტერიტორიისთვის ძველი, ისტორიული სახელწოდების „მარიენფელდის“ დაბრუნებას და არსებული ინფრასტრუქტურის პირვანდელი იერ-სახით აღდგენა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს. 

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა,  საქართველოში, გიორგი დოხტურიშვილს სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

ჰუბერტ ქნირშმა, მხარის პირველ პირს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა შეხვედრის მიმდინარეობისას გაჟღერებული უმნიშვნელოვანესი ინიციატივებისთვის, რომელიც რეგიონში გერმანული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობას და ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების, კიდევ უფრო მეტად, გაღრმავებას ემსახურება. 

ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა ერთობლივად განსახორციელებელი სამომავლო გეგმები დასახეს - უახლოეს პერიოდში, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს სოფელ სართიჭალაში შემორჩენილ გერმანულ მემკვიდრეობას პირადად გააცნობს.

  • ჰუბერტ ქნირში მხარეში სახელმწიფო რწმუნებულს შეხვდა