A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired

Filename: mysqli/mysqli_driver.php

Line Number: 305

Backtrace:

File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct

File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)

Filename: Session/Session.php

Line Number: 143

Backtrace:

File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct

File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once

სამუშაო შეხვედრა ენერგიის ალტერნატიული წყაროების შექმნის შესახებ | სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ქვემო ქართლი

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

სამუშაო შეხვედრა ენერგიის ალტერნატიული წყაროების შექმნის შესახებ

04 თებერვალი 2022


ქვემო ქართლის რეგიონში 100 მილიონი დოლარის უცხოური ინვესტიციის განხორციელება იგეგმება, საიდანაც გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დაახლოებით 13 მილიონი ლარის სარგებელს მიიღებს.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, მოადგილეებთან და სამხარეო ადმინისტრაციის სამსახურების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორს, გიორგი ჩიქოვანს და პროექტების განვითარების დეპარტამენტის უფროსს, ნუგზარ ხაინდრავას შეხვდა.

სამხარეო ადმინისტრაციაში მიმდინარე განხილვისას მხარეებმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი, მზის ელექტროსადგურის პროექტის შესახებ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით მომზადებული კვლევები განიხილეს.

მხარის პირველმა პირმა ყურადღება გაამახვილა რეგიონში მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელებისა და ენერგიის ალტერნატიული წყაროების შექმნის აუცილებლობაზე, თუმცა, მისივე განმარტებით, უმნიშნელოვანესია პროექტების განხორციელების პროცესში მოსახლეობისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება.

აღსანიშნავია, რომ 100 მგვტ. მზის ელექტროსადგურის მშენებლობა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ სამგორში, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის და არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი საინვესტიციო ჰოლდინგის „მუბადალას“ წევრი კომპანია „მასდარის“, ერთობლივი ძალისხმევით იგეგმება. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება: 80 – 100 მლნ. აშშ. დოლარია, გათვალისწინებულია ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, დაიგეგმა სამომავლოდ, ერთობლივად განსახორციელებელი ღონისძიებები.


  • სამუშაო შეხვედრა ენერგიის ალტერნატიული წყაროების შექმნის შესახებ
  • სამუშაო შეხვედრა ენერგიის ალტერნატიული წყაროების შექმნის შესახებ
  • სამუშაო შეხვედრა ენერგიის ალტერნატიული წყაროების შექმნის შესახებ
  • სამუშაო შეხვედრა ენერგიის ალტერნატიული წყაროების შექმნის შესახებ
  • სამუშაო შეხვედრა ენერგიის ალტერნატიული წყაროების შექმნის შესახებ
  • სამუშაო შეხვედრა ენერგიის ალტერნატიული წყაროების შექმნის შესახებ