საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
28 აპრილი 2021
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ყარაბულახში ფრანგული მოდელის მაღალტექნოლოგიური ფერმა შეიქმნა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოში საფრანგეთის ელჩთან, დიეგო კოლასთან და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, შოთა რეხვიაშვილთან ერთად, შპს ,,დმანისის მეცხოველეობის" ფრანგულ-ქართული ფერმის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.
სალერსის ჯიშის 130 სული მსხვილფეხა რქოსანი საფრანგეთის ცენტრალური მასივიდან ნოემბერში ჩამოიყვანეს. ადგილობრივ გარემოსთან ადაპტირებულმა ფრანგული მოდელის საპილოტე ფერმამ, გეგმის მიხედვით, ბაზარზე ხარისხიანი ხორცის დეფიციტის პრობლემა უნდა გადაჭრას.
პროექტის ბიუჯეტი ჯამში 11 მილიონამდე ლარია - საიდანაც სახელმწიფო დაფინანსებამ შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში 6 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო დანარჩენი ქართულ-ფრანგული კერძო ინვესტიციაა.
ღონისძიებას სოფლისა და სოფლის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, ქართველი ინვესტორები და კომპანიის ფრანგი დამფუძნებელი, ჟაკ ფლური დაესწრო, რომელსაც საქართველოში აგრო-ინდუსტრიული მიმართულებით საქმიანობის 25 წლიანი გამოცდილება აქვს.