Severity: Warning
Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired
Filename: mysqli/mysqli_driver.php
Line Number: 305
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
Severity: Warning
Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)
Filename: Session/Session.php
Line Number: 143
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
22 აპრილი 2021
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა მარნეულის მუნიციპალიტეტში ამერიკული კუთხის გახსნის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიებას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, კელი დეგნანი ცენტრალური და ადგილობრივი ხელისფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ, მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებზე და ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებულ წარმატებულ პროექტებზე ისაუბრეს.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, კელი დეგნანსა და ამერიკელ ხალხს რეგიონის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
,,ჩვენთვის ამერიკა მნიშვნელოვანი და სტრატეგიული პარტნიორია, რომელიც ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი წამოწყების ინიციატორია, მათ შორის ისეთ ფუნდამენტურ საკითხებში როგორიცაა დემოკრატია, განათლება, ეკონომიკური ზრდა და განვითარება, სოფლის მეურნეობა და ვაჭრობა, ჯანდაცვა, კონფლიქტთა არიდება და ჰუმანიტარული დახმარება, რისთვისაც კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მათ“ - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
ღონისძიების ფარგლებში შესრულდა საქართველოს და ამერიკის ეროვნული ჰიმნი, მოეწყო საგამოფენო სივრცეები და ამერიკული კულტურის ამსახველი ინსტალაცია- პერფორმანსები. დიპლომატიური კორპუსისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლების მონაწილეობით ბიბლიოთეკის მიმდებარე სკვერში, სიმბოლურად დაირგო ნერგები.
აღსანიშნავია, რომ ამერიკული კუთხე იქნება სივრცე,
რომელიც ახალგაზრდების საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართვის გზით, ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას შეუწყობს ხელს.