Severity: Warning
Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired
Filename: mysqli/mysqli_driver.php
Line Number: 305
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
Severity: Warning
Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)
Filename: Session/Session.php
Line Number: 143
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
12 მარტი 2021
რუსთავი, ბოლნისი და მარნეული საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ეროვნულ კონფერენციაზე კონკურსში გამარჯვებულ 9 მუნიციპალიტეტს შორის დასახელდა
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით გამართულ საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) მესამე ეროვნულ კონფერენციაზე 2019-2020 წლების კონკურსში გამარჯვებული 9 მუნიციპალიტეტი, მათ შორის ქვემო ქართლიდან 3 - რუსთავი, ბოლნისი და მარნეული დასახელდა.
ღონისძების სლოგანი იყო ,,კარგი მაგალითი გადამდებია", რომელსაც საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი ესწრებოდნენ.
საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის 2020 წლის კონკურსისთვის 13 საკონკურსო თემა შეირჩა. კონკურსში მონაწილეობა ქვეყნის 22-მა მუნიციპალიტეტმა მიიღო. BPP-ს კონკურსის მმართველმა კომიტეტმა და შეფასების კომისიამ 9 გამარჯვებული გამოავლინა.
BPP-ს მმართველმა კომიტეტმა 2020 წლის კარგ პრაქტიკად აღიარა:
ბოლნისის მუნიციპალიტეტის პროექტი - „ბოლნისში ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება“. აღსანიშნავია, რომ ბოლნისი საუკეთესო პრაქტიკის მქონე მუნიციპალიტეტად უკვე მესამედ დასახელდა.
ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის პროექტი - რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სერვისების ჩატ ბოტის-სი ბოტის შექმნა და ექსპლუატაცია;
მარნეულის მუნიციპალიტეტის პროექტი - COVID-19 გავრცელების შესაკავებლად მარნეულის მუნიციპა-ლიტეტის მიერ განხორციელებული ღონისძიებები;
საზეიმო ღონისძიების მეორე ნაწილში, დაჯილდოების ცერემონიას გაეროს განვითარების პროგრამა - UNDP საქართველოც შეუერთდა. მყარი ნარჩენების შეგროვების სფეროში საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისთვის, სტიქიური ნაგავსაყრელების ლიკვიდაციისა და მყარი ნარჩენების მართვის სტრატეგიის განხორციელებისას ნაჩვენები კარგი პრაქტიკისთვის, სპეციალური სიგელი გადაეცა გარდაბნის მუნიციპალიტეტს.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ფარგლებში ორგანიზებულ საუკეთესო პრაქტიკათა ეროვნულ კონფერენციას, ზუმ-პლატფორმის საშუალებით შეუერთდნენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - კატალინ ჰერმანი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში - ლუიზა ვინტონი და სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონული დირექტორი - დანიელ მევლი.