Severity: Warning
Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired
Filename: mysqli/mysqli_driver.php
Line Number: 305
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
Severity: Warning
Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)
Filename: Session/Session.php
Line Number: 143
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
17 თებერვალი 2021
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას დავალებით, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ანანიაშვილმა, უამინდობის გამო, რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს, თუ რა მდგომარეობაა რეგიონებში, უხვი ნალექის გამო. აღინიშნა, რომ გზებზე აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, მობილიზებულია ტექნიკა და უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ტექნიკური მარილის დაყრა.
ინტენსიური თოვის გამო, ცალკეულ მონაკვეთებზე შეიზღუდა საავტომობილო ტრანსპორტის გადაადგილება. ხაზი გაესვა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები ავტოტრანსპორტის გადაადგილებას არეგულირებენ. ამ ეტაპზე, რჩება გარკვეული შეზღუდვა ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის შემდეგ მონაკვეთებზე - მლეთა-გუდაური-კობი, სტეფანწმინდა-ლარსი, ასევე გომბორის და თელავის მიმართულებით აკრძალულია ისეთი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება, რომლებსაც არ აქვთ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი, ასევე შეზღუდვაა ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის მიმართულებით.
კონსტანტინე ანანიაშვილმა სახელმწიფო რწმუნებულებს დაავალა, რომ მაქსიმალური კოორდინაცია ჰქონდეთ შესაბამის უწყებებთან, რათა უხვი თოვლის გამო შექმნილი შეფერხებები მაქსიმალურად მოკლე ვადებში და ეფექტიანად აღმოიფხვრას.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახა ბუხრაძე, საავატომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი და საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობის და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი თოფურია.