Severity: Warning
Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired
Filename: mysqli/mysqli_driver.php
Line Number: 305
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
Severity: Warning
Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)
Filename: Session/Session.php
Line Number: 143
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
07 თებერვალი 2021
ათწლეულების განმავლობაში პირველად, რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტი სრულად განახლდა. გარემოსთვის უსაფრთხო, ახალი მუნიციპალური ავტობუსებით, რუსთავის მოსახლეობის უმრავლესობა, მერიის მიერ დაწესებული შეღავათიანი ტარიფით იმგზავრებს.
22 ერთეული ახალი ავტობუსი რუსთაველებს, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვის მოხსნისთანავე, 8 თებერვლიდან მოემსახურება. უახლოეს მომავალში კი, ქალაქი დამატებით 18 ახალ სატრანსპორტო საშუალებას მიიღებს.
EURO 5 - ის ტიპის ახალი ავტობუსები, რუსთავს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში გადასცა, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერითაა შეძენილი.
ახალი მუნიციპალური ტრანსპორტი სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტის ყველა ტექნიკურ მოთხოვნას - აღჭურვილია ევროსტანდარტების შესაბამისი ვენტილაციის სისტემით და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ავტობუსების ფუნქციონირების პროცესში ადგილზე დაცული იქნება COVID-19-ის პრევენციისთვის საჭირო რეკომენდაციები - ყოველი სამუშაო დღის ბოლოს ჩატარდება დეზინფექცია.
განახლებული ავტოპარკის პრეზენტაციას, საქართველოს პარლამენტში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, სოზარ სუბარი, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი, ნინო ლაცაბიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი შენგელია, რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
აღსანიშნავია, რომ რეგიონებში ავტობუსების პარკის განახლება აქტიურად მიმდინარეობს. 2020 წელს, EBRD-ის მხარდაჭერით 7 ქალაქისთვის 183 ავტობუსია შესყიდული: ქუთაისი - 60, რუსთავი - 40, გორი - 30, ზუგდიდი - 25, თელავი - 10, ფოთი - 10, ბათუმი - 8 - ელექტროავტობუსი. აქედან 126 ავტოსატრანსპორტო საშუალება მუნიციპალიტეტებმა უკვე მიიღეს.