სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

ქვემო ქართლი - 2020 წლის ანგარიში

18 იანვარი 2021

მოგესალმებით და კიდევ ერთხელ მოგილოცავთ შობა-ახალ წელს. მინდა რამდენიმე სიტყვით შევაჯამო გასული 2020 წელი, რომელმაც, მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა მსოფლიო, მათ შორის ჩვენი ქვეყანა და რეგიონი - როგორც მოგეხსენებათ, ვირუსის გავრცელების პირველივე ეტაპზევე, წითელ ზონად გამოცხადდა ქვემო ქართლის რეგიონის ორი მუნიციპალიტეტი. მიუხედავად დაწესებული შეზღუდვებისა, ჩვენმა გუნდმა, პროცესის მართვას, ღირსეულად გაართვა თავი - რისთვისაც განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი  თითოეულ მათგანს, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო და სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდნენ პროფესიულ საქმიანობას და იჩენდნენ მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას.

პანდემიამ შეცვალა ადამიანების დღის წესრიგი, თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების სრული დაცვით, განხორციელდა  რეგიონში დაგეგმილი ყველა  მნიშვნელოვანი პროექტი, აქტიურად მიმდინარეობდა სეზონური სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები და საქმიანობა არ შეუჩერებია სტრატეგიული მნიშვნელობის არცერთ ობიექტს - შედეგად, 2020 წელს, ქვემო ქართლში, სახელმწიფო  და ადგილობრივი ბიუჯეტების ერთობლივი დაფინანსებით, სულ 87 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების, 528 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შესრულდა და ნაწილობრივ ამჟამადაც მიმდინარეობს 400-მდე პროექტი.

გასული წლების მსგავსად, პრიორიტეტული მიმართულება იყო საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და მხოლოდ 2020 წელს, რეგიონში მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, განხორციელდა 16 საჯარო სკოლის მშენებლობა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 66-ს.

საჭიროების მიხედვით, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა სააღმზრდელო დაწესებულებებშიც. სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტით, აშენდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა და  ეზოების კეთილმოწყობა განხორციელდა 80 საბავშვო ბაღში.

რეგიონში პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით,  პროფესიული სასწავლებელი აშენდა მარნეულში. კოლეჯი მარნეულისა და მისი მეზობელი მუნიციპალიტეტების საჭიროებების გათვალისწინებითა და ადგილობრივი ბიზნესის ჩართულობით, ძირითადად, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ საგანმანათლებლო და მომზადება-გადამზადების პროგრამებს განახორციელებს.

ქვემო ქართლის მხარეში, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, დასრულდა 16 ჯანდაცვის ობიექტის მშენებლობა-რეაბილიტაცია.   პროექტების განსახორციელებლად, 2020 წელს, გაწეულმა ხარჯმა,  920 000 ათასი ლარი შეადგინა. აშენდა 5 სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი, 6 ამბულატორია და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 5-ს.  

მნიშვნელოვანი სამუშაოები განხორციელდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიმართებითაც - ჯამში  90 პროექტი შესრულდა, რომლის ფარგლებში მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 143 კმ-დე გზის მონაკვეთს. 

მხოლოდ 2020 წელს, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების გაუმჯობესების მიზნით, 40-მდე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.  ისტორიული მნიშვნელობის მასშტაბური სამუშაოები შესრულდა ისეთ  ლოკაციებზე, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა არასოდეს ყოფილა. მათ შორის:

მარნეულის მუნიციპალიტეტის ალგეთი თემის 8 სოფელში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ. ჯორჯიაშვილსა და ბოგვში,   ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში და დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირში. 

გაზიფიცირდა 31 ლოკაცია, მათ შორის, ბუნებრივი აირით უკვე სარგებლობენ ისეთ ქალაქებში,  სოფლებსა და დასახლებებში, სადაც აღნიშნული შესაძლებლობა არასოდეს ყოფილა. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისის გაზიფიცირებაა.

2020 წლის განმავლობაში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 16 რეკრეაციულ სივრცეს და 83 კულტურულ და სპორტულ ობიექტს.

წინა წლებში დაიწყო და მშებენლობის პროცესში გათვალისწინებული ეტაპების მიხედვით, სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს რეგიონის მასშტაბით, რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტზე;

მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების  მშენებლობაზე, რუსთავის მიმდებარედ, იაღლუჯის მთის ფერდობზე ჩამდინარე წყლების მილსადენი სისტემის მოწყობასა და  გარდაბნის მუნიციპალიტეტის, ხუთი სოფლის წყალმომარაგების პროექტზე. 

კოვიდ-პანდემიის პერიოდში, 2020 წელსქვემო ქართლის რეგიონში, ინფრასტრუქტურული პროექტების პარალელურად, სახელმწიფო, კერძო სექტორის, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევით, არაერთი მასშტაბური სოციალური აქტივობაც განხორციელდა - მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებმა, საჭიროებების მიხედვით, საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების პაკეტები, რამდენიმე ეტაპად, მიიღეს. პროდუქტები გადაეცათ სააღმზრდელო დაწესებულებების ბენეფიციარებსაც. პარალელურად უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა საინფორმაციო კამპანია ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.

•        მოწყვლადი კატეგორიის ბენეფიციარებთან დარიგდა 99 500-მდე სასურსათო პაკეტი

•        შესაბამისი სასურსათო კალათი მიიღო საბავშო ბაღების  33 000-ზე მეტმა აღსაზრდელმა.

•        შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერითა და უშუალო ჩართულობით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან დარიგდა 100 000-მდე საინფორმაციო ფლაერი. 

2020 წელსვე, რუსთაველებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევის - ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, დარგის სპეციალისტებისა და სამოქალაქო სექტორის ერთობლივი ძალისხმებითმნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. აქტიური კომუნიკაციისა და სამუშაო შეხვედრების შედეგად, შეიქმნა სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც შემუშავდება თანამედროვე ევროპული საკანონმდებლო ბაზა, განხორციელდება უფრო აქტიური ზედამხედველობა და დაწესდება ავტომატური მონიტორინგი, გაიზრდება ჯარიმები და გამკაცრდება სანქციები. ქალაქში ეტაპობრივად მოიმატებს გამწვანებული სივრცეები, გაუმჯობესდება საგზაო ინფრასტრუქტურა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გაფართოვდება ჰაერის ხარისხის მონიტორინგი. გეგმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, რუსთავის მსხვილ საწარმოებში, გასულ წელს, ჩატარებული სრული ინსპექტირების შემდეგ, პარლამენტის, სამოქალაქო სექტორისა და ბიზნესის ჩართულობით შეიმუშავა. მის განხორციელებაზე 62 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

განახლდა მუნიციპალური ტრანსპორტი - EBRD-ის მხარდაჭერით რუსთავისთვის უკვე შესყიდულია 40 ერთეული თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტობუსი, მარნეულის მუნიციპალურ ავტოპარკს Euro 5 ემისიის სტანდარტის 5 ერთეული ავტობუსი დაემატა, ასევე, 5 ერთეულით გაიზარდა ბოლნისის მუნიციპალური ტრანსპორტიც.

საქართველოს მთავრობამ, პანდემიის პირობებში, შეძლო და უმოკლეს დროში შეიმუშავა ანტიკრიზისული პროგრამა  - ,, ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“, რომელიც დარგში დასაქმებულ პირებს პანდემიის პერიოდში არსებული გამოწვევების გამკლავებაში მნიშვნელოვნად დაეხმარა.

გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები ადგილობრივ ფერმერებთან და მოეწყო საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრები მუნიციპალიტეტების დონეზე.

პანდემიის მიუხედავად, რეგიონის მასშტაბით არ შეფერხებულა სეზონური სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა. ხელისუფლების წარმომადგენლების ინტენსიური ჩართულობით, წითელ ზონად გამოცხადებული მუნიციპალიტეტებიდან, აქტიურად ხორციელდებოდა პროდუქტის რეალიზება.

არსებული გამოწვევების ფონზე, ადგილობრივმა მეწარმეებმა, სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის მხარდაჭერით, მოახერხეს და კიდევ უფრო მეტად განავითარეს სამეწარმეო პროცესი. რამდენიმე სიტყვით მოგახსენებთ, ამ მიმართებით 2020 წელს განხორციელებულ აქტივობებზე:

•        სოფელ გუმბათში  „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი რძის გადამამუშავებელი საწარმო

•        ახალი სამაცივრო მეურნეობა ამოქმედდა ბოლნისის მუნიციპალიტეტში

•        ბოლნისის მუნიციპალიტეტშივე, პროგრამა  „დანერგე მომავალი“-ს ფარგლებში, გაშენდა კაკლის ბაღი და მოეწყო წვეთოვანი სარწყავი სისტემა

•        ხილის შემნახველი ახალი საწარმოს გაიხსნა სოფელ სართიჭალაში

•        სახელმწიფოს მხარდაჭერით გაფართოვდა თეთრიწყაროში რძის გადამამუშავებელი საწარმო შპს ,,წინწყარო+“

•        გარდაბნის მუნიციპალიტეტში გაიხსნა შპს „ჩირინას“ სართიჭალის მეფრინველეობის კომპლექსი, სართიჭალა 3-ი

პანდემიისა და მსოფლიო კრიზისის მიუხედავად, რუსთავში ახალი სამკერვალო საწარმოქართლი ტექსტილიგაიხსნა, სადაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ქვემო ქართლში, ერთი ბიზნესიდან  სამუშაო ადგილების რეკორდული რაოდენობა შეიქმნა. საწარმო რეკორდულ დროში, 4 თვეში აშენდა და ადგილზე 4000 ადამიანი დასაქმებაა დაგეგმილი. მშენებლობაში 20 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 10 მლნ ლარი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში აღებული სესხია.

გაიხსნა უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 230 მეგავატი  სიმძლავრის მქონე „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“.  მაღალი ეფექტიანობითა და გარემოს დაცვითი ტექნოლოგიით გამორჩეული ობიექტი, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის 180 მილიონამდე აშშ დოლარის ინვესტიციით აშენდა.  „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“ წელიწადში 1,3 მილიარდ კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ახალი თბოელექტროსადგური, პირველად საქართველოში, ინოვაციური, ე.წ. ნულიდან გაშვების ფუნქციითაა აღჭურვილი, რაც ქვეყნის ელექტროსისტემაში საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში, დროის მოკლე პერიოდში, სისტემისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას და ნულიდან აღდგენას გულისხმობს. კომბინირებული ციკლის ახალი ენერგო-ეფექტური თბოელექტროსადგური, თითქმის ორჯერ უფრო ნაკლებ გაზს მოიხმარს და უფრო ეკონომიურია, ვიდრე საქართველოში ბუნებრივ აირზე მომუშავე ძველი ენერგო ბლოკები.

2020 წელს, დასრულდა ბიტუმის საწარმო - ,,რუსთავოილის“ მშენებლობის პირველი ეტაპი რუსთავში. ინვესტიციის მოცულობა ამ დრომდე, დაახლოებით, 16 მილიონ ლარს შეადგენს, საერთო ჯამში კი, მისი ოდენობა,  30 მილიონი დოლარით განისაზღვრება.  ,,რუსთავოილი“ პირველი საწარმოა ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ბიტუმს აწარმოებს. ინვესტორი, უახლოეს პერიოდში, ადგილობრივი ბაზრის სრულად ათვისებას, სამომავლოდ კი, ნედლეულის ექსპორტზე გატანას გეგმავს.   ადგილზე, ქარისა და მზის ენერგიის გამოყენებით, დაინერგება ალტერნატიული ენერგეტიკული წყაროების მიღება. საწარმოში დასაქმებულია 32 ადამიანი. პროექტის დასრულების შემდეგ, მათი რაოდენობა გაორმაგდება. ქარხანა ,,აწარმოე საქართველოს’’ ბენეფიციარია და მშენებლობისთვის საჭირო მიწის ფართობი პროგრამის ფარგლებში მიიღო.

2020 წელს, სილიკომანგანუმის ქარხნის მშენებლობის მიზნით, კომპანია „ეი-ემ-ბი ელოის“-მა რუსთავის ქიმბოჭკოს ყოფილი ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე აქტიური სამუშაოები დაიწყო.  მშენებლობაში უკვე ჩადებულია დაახლოებით 2,5 მილიონი ა.შ.შ დოლარის ინვესტიცია. ამ ეტაპზე ობიექტზე დასაქმებულია 25 ადგილობრივი, რომელთა რაოდენობა უახლოეს პერიოდში 80-მდე გაიზრდება. ქარხანა ექსპლუატაციაში 2021 წელს შევა.

სამუშაოები სრულდება მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასუმლოშიც, სადაც  ქართული თამბაქოს წარმოებისთვის ქარხნის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. 2020 წელს, ადგილზე დაახლოებით, 1 500 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა.  ქარხანაში დასაქმდება 30 ადგილობრივი.

წალკის მუნიციპალიტეტში, ქართულ მხარესთან აქტიური თანამშრომლობით, 40 მილიონი დოლარის ღირებულების უპრეცენდენტო საინვესტიციო პროექტი მიმდინარეობს, რომელსაც ებრაული კომპანია KASS LAND ახორციელებს. კანიონზე, რომელიც ევროპის კანიონებს შორის ერთ-ერთი უდიდესია საერთაშორისო სტანდარტის ტურისტული ინფრასტრუქტურა ეწყობა. ამ მოცულობის ინვესტიცია რეგიონისთვის რეკორდულია, ხოლო პროექტით გათვალისწინებული ობიექტები საქართველოსთვის ახალი და უნიკალური.

2020 წელს ქვემო ქართლში, საგანმანათლებლო, ტურისტული და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი - ბოლნისის ახალი მუზეუმი გაიხსნა. ახლადგახსნილი სივრცე საქართველოს ეროვნული მუზეუმის გუნდის რამდენიმე წლიანი მუშაობის შედეგია და XXI საუკუნის რეგიონული მუზეუმის და ზოგადად, ახალი ეკოსისტემის მოდელია, სადაც ერთ სივრცეში მეცნიერების, კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სხვადასხვა სეგმენტია წარმოდგენილი. მუზეუმში კლასიკური სამუზეუმო მეთოდიკითა და თანამედროვე ტექნოლოგიების სინთეზით წარმოდგენილია რეგიონის ბიო-კულტურული მრავალფეროვნების ისტორია და მისი კავშირი გლობალურ პროცესებთან.

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე სპეციალურად მცირე მასშტაბით და რეკომენდაციების გათვალისწინებით, ქვემო ქართლის რეგიონმა, ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალს „ერთიან კავკასიას“ მეშვიდედ უმასპინძლა - წლევანდელმა აქტივობებმა სოფელი წერაქვი, დაბა შაუმიანი, სოფელი შულავერი, დაბა სადახლო და დაბა კაზრეთი მოიცვა. ტრადიციული, ინტერნაციონალური ღონისძიება, რომლის მიზანს, კავკასიელი ახალგაზრდების შეხვედრებისთვის შთამაგონებელი სივრცის შექმნა წარმოადგენს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის, ევროკომისიის განათლების, აუდიოვიზუალური და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA), პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტროს, კომპანია „არემჯის“ და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით ჩატარდა.

რეგიონში ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, წლების განმავლობაში, აქტიურად ხორციელდება კალიგრაფიის საქალაქო და რეგიონული კონკურსები. წელს, პირველად, რუსთაველ კალიგრაფთა ნამუშევრების გამოფენა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, ახალგაზრდა შემოქმედები, დამთვალიერებლის წინაშე,  ქართული ლიტერატურისადმი მიძღვნილი ნამუშევრებით - ცნობილი მწერლების ციტატების მხატვრულად გაფორმებული ხელნაწერებით წარდგნენ.

ეს იყო 2020 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის მცირე ანგარიში. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ადამიანს ვინც აღნიშნულ პროცესებში საკუთარი წვლილი შეიტანა და რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად, ქვემო ქართლი, ქვეყნის მასშტაბით, კვლავ ერთ-ერთი მოწინავე რეგიონია. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით 2021 წელი, კიდევ უფრო მეტად, წარმატებული იქნება!

  • ქვემო ქართლი - 2020 წლის ანგარიში