სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ბოლნისსა და UNDP-ს შორის

19 ნოემბერი 2020

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი ბოლნისის მუნიციპალიტეტში, გაეროს განვითარების ფონდსა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებას დაესწრნენ.

ხელშეკრულებას ხელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა, ლუიზა ვიტონმა მოაწერეს.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიის თემის ეკონომიკური გაძლიერება და ბიზნეს-აქტივობების ხელშეწყობა“ - მიზნად ტურისტული მიმართულებების გაძლიერებას ისახავს. აღნიშნული პროექტისთვის UNDP-მა 59,200 ლარის ოდენობის გრანტი გამოყო. მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება კი 36,000 ლარს შეადგენს.

პროექტის ფარგლებში, სოფელ ტანძიაში, სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავაჭრო დახლები, სახელოსნოები, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები მოეწყობა. თემით დაინტერესებული ადგილობრივი მოსახლეობისთვის გაყიდვებისა და სერვისის გაუმჯობესების მიმართულებით, ტრენინგი ჩატარდება.
ასევე, გრანტის ფარგლებში, გაკეთდება მუზეუმის ელექტრონული, ონლაინ, პლატფორმა, სადაც შესაძლებელი იქნება მუზეუმისა და სულხან-საბა ორბელიანის მოღვაწეობის შესახებ საინტერესო ისტორიული წყაროების განთავსება და ტერიტორიაზე არსებული ტურისტული სერვისების შესახებ ინფორმაციის მიღება.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა გაეროს განვითარების ფონდის წარმომადგენლობას რეგიონში, მრავალწლიანი, ხანგრძლივი და ნაყოფიერი თამანშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია მუდმივად იქნება მხარდამჭერი იმ პროექტებისა, რომელსაც UNDP-ი მუნიციპალიტეტების ინოვაციური განვითარებისა და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით ახორციელებს.

  • ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ბოლნისსა და UNDP-ს შორის