Severity: Warning
Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired
Filename: mysqli/mysqli_driver.php
Line Number: 305
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
Severity: Warning
Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)
Filename: Session/Session.php
Line Number: 143
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
22 ოქტომბერი 2020
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია სოკარი-ს პრეზიდენტ როვნაგ აბდულაევთან და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ფაიგ გულიევთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ილმაზლოში, გაზგამანაწილებელი ქსელის მშენებლობის დაწყების გახსნის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა.
გაზგამანაწილებელი ქსელი, რომლის სიგრძე 13 145-ია ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებს მოიცავს. პროექტის დასრულების შემდეგ გაზიფიცერებული მოსახლეობის რაოდენობა 250-ით გაზრდება.
ქართული და აზერბაიჯანული მხარის წარმომადგენლებმა სოფელ ყიზილაჯლოში სპორტული კომპლექსის მშენებლობაც გახსნეს და სიმბოლურად კაფსულა ჩააგდეს. მულტიფუნქციურ სპორტულ კომპლექსს კომპანია სოკარი ააშენებს და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს.
შენობის ჯამური ფართი 1 157 კვადრატული მეტრია. პროექტი ექსპლუატაციაში 8 თვის შემდეგ შევა - ღირებულება 2,400,000 ლარს შეადგენს.
ასევე, რეგიონისა და ადგილობრივი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და ნავთობკომპანიის ხელმძღვანელი პირების ჩართულობით, ოფიციალურად აღინიშნა დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ირგანჩაიში, გაზიფიცირების სამუშაოების დასრულება. პროექტის განხორციელების შედეგად, ადგილზე გაზიფიცირებული აბონენტების რაოდენობა 496-ით გაიზარდა. 2020 წლის გეგმის შესაბამისად, ახალი ქსელები შენდება კიდევ 2 სოფელში. საერთო ჯამში, ამ ეტაპზე დმანისის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის 83,1% -ია გაზიფიცირებული.