სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

შოთა რეხვიაშვილი "მაესტრო რეგიონების" პირდაპირ ეთერში

28 სექტემბერი 2020


ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, ,,მაესტრო რეგიონების“ პირდაპირ ეთერში, ქვემო ქართლის რეგიონში, კოვიდ 19 - ის ამ ეტაპზე არსებული სტატისტიკა, ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებები და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგებისა და გაზიფიცირების მიმართულებით მიმდინარე და დასრულებული მასშტაბური პროექტები განიხილა. საუბარი შეეხო რუსთავში ბინების დაკანონების საკითხს და ამ მიმართულებით ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ კონკრეტულ აქტივობებს.

✅საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, ქვემო ქართლის რეგიონში კოვიდ 19-ის პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება. პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს საჯარო დაწესებულებებსა და მუნიციპალიტეტების მასშტაბით არსებულ ხალხმრავალ ადგილებში - მათ შორის რეკრეაციულ სივრცეებში, სავაჭრო ობიექტების მიმდებარე ტერიტორიებზე, საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სხვა აუცილებელ ლოკაციებზე. ქვემო ქართლის რეგიონში ე.წ მეორე ეტაპზე სულ დაფიქსირებულია კოვიდ ინფიცირების 79 შემთხვევა - ვითარება ექვემდებარება კონტროლს.

✅რეგიონის მასშტაბით, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, დაახლოებით 45 მილიონამდე ლარის ღირებულების 17 ახალი, მცირე და დიდ კონტიგენტიანი, სკოლების მშენებლობაა დაწყებული, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 70-ს.

✅აშენდა 3 საბავშო ბაღი. დასრულების ეტაპზეა 3. მიმდინარეობს 2 სააღმზრდელო დაწესებულების პროექტირება. სხვადასხვა სახის სამუშაოები განხორციელდა, უკვე არსებულ საბავშო ბაღებში.

✅მიმდინარეობს სოფელ ჯორჯიაშვილის და ბოგვის სასმელი წყლით უზრუნველყოფის მასშტაბური პროექტი, რომელიც მდინარე ალგეთის წყლის რესურსის გამოყენებით, ორი სოფლის მოსახლეობის, ჯამში 1500-მდე ბენეფიციარის სასმელი წყლით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა სატუმბი სადგური, საქლორატორო ნაგებობა, რეზერვიუარი, ბიოფილტრი და სასმელი წყლის ცენტრალური მაგისტრალი, მოხდება ინდივიდუალური გამრიცხველიანება და წყლის მიყვანა თითოეულ მოსახლემდე. პროექტის ღირებულება 2 466 323 ლარს შეადგენს და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. სამუშაოები მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და ხელშეკრულების მიხედვით ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.

✅დაბა მანგლისში, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს. ადგილზე შენდება 34 150 გრძივი მეტრი მკვებავი და ქსელის მოწყობისათვის საჭირო 48 273 გრძივი მეტრი გაზსადენი, რის შედეგადაც, უახლოეს პერიოდში, 1 558 აბონენტს საშუალება მიეცემა ისარგებლოს ბუნებრივი აირით. სამუშაოების ღირებულება 11 მილიონ 500 ათასი ლარია.

✅საცხოვრებელი ფართების დაკანონების მიზნით, რუსთავის მერიის შესაბამისმა კომიასიამ, პირველ ეტაპზე 43 ერთეული განაცხადება დააპაკეტა. ნახაზების რეგისტრაცია სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყო. რეგისტაციის დასრულების შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოს მთავრობას აღნიშნული ქონების კანონიერი მესაკუთრისთვის სიმბოლურ ფასად გადაცემის შესახებ, ინიცირებით მიმართა - შესაბამისად, 39 ოჯახს (43 ერთეული ფართი) სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცა. დამატებით მომზადებულია 100 პაკეტი და დაახლოებით 600-მდე ოჯახის საკითხია დღის წესრიგში.


  • შოთა რეხვიაშვილი