სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

სამუშაო შეხვედრა სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებზე

19 სექტემბერი 2020

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა, რეგიონისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.

შოთა რეხვიაშვილმა, მინისრტს, რეგიონის მასშტაბით, სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით არსებული შედეგები გააცნო და მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად, კონკრეტული საჭიროებები განიხილა.

სამუშაო შეხვედრა გაიმართა მარნეულის მუნიციპალიტეტშიც, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ახალგაზრდებთან, პედაგოგებთან და ჟურნალისტებთან, კითხვა-პასუხის რეჟიმში განიხილეს სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის შეუქცევადობის ხელშემწყობი ფაქტორები.

თეა ახვლედიანმა, სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე და ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებზე, ასევე იმ პროგრამებსა და ღონისძიებებზე ისაუბრა, რამაც ამ დრომდე უკვე ხელშესახები შედეგები მოიტანა.

„სამოქალაქო თანასწორობა და ინტეგრაცია, ხარისხიან განათლებაზე წვდომის გაფართოება, სახელმწიფო ენის შესწავლის დონის გაზრდა, ჩვენი ქვეყნის კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნება იყო ის მთავარი თემები, რომლებიც განვიხილეთ დღეს ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის მათი მოსაზრებების და იდეების გაცნობა ამ ეტაპზე, როდესაც უკვე მიმდინარეობს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის ახალ სტრატეგიაზე მუშაობა“-განაცხადა თეა ახვლედიანმა.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, ყურადღება გაამახვილა მსგავსი ფორმატის შეხვედრების მნიშვნელობაზე, რაც მისივე განმარტებით უმნიშვნელოვანესია სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისა და ახალი სტრატეგიის შემუშავებისთვის.

,,თემატური და ძალიან შინაარსიანი საუბარი შედგა არასამთავრობო სექტორთან, რომლებიც პრიორიტეტულად მუშაობენ ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის საკითხებზე. საჭიროებები რაზეც, კიდევ ერთხელ, ვიმსჯელეთ, ბუნებრივია, აისახება სამომავლო სამოქმედო გეგმასა და სტრატეგიაში. იმედი მაქვს, რომ ერთობლივი თანამშრომლობით ძალიან დიდი პროგრესით ვივლით წინ ჩვენი ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის მიმართულებით“ - განაცხადა რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა.
 
  • სამუშაო შეხვედრა სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებზე