A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired

Filename: mysqli/mysqli_driver.php

Line Number: 305

Backtrace:

File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct

File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)

Filename: Session/Session.php

Line Number: 143

Backtrace:

File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct

File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once

სახელმწიფო რწმუნებული ყარაჯალარის მოსახლეობასთან | სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ქვემო ქართლი

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

სახელმწიფო რწმუნებული ყარაჯალარის მოსახლეობასთან

31 ივლისი 2020


სოფელ ყარაჯალარის მოსახლეობამ საკარანტინო შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქცია გამართა. ადგილზე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები იმყოფებოდნენ.

ადგილობრივები სოფელში საკარანტინე წესების გაუქმებას და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის საკუთარი ძალებით რეალიზებას ითხოვდნენ.

შესაბამის უწყებებთან შეთანხმების საფუძველზე გადაწყდა, რომ მოსახლეობა მოსავალს ბაზარზე სარეალიზაციოდ, წესების სრული დაცვით, თავად გაიტანენ. სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის კი სოფელში საკვები პროდუქტები დარიგდება.

,,სოფლიდან პროდუქტების გატანას დისტრიბუტორები, ამ დრომდეც ორგანიზებულად ახდენენ, თუმცა ფასთა სხვადასხვაობიდან გამომდინარე, მოსახლეობას საკუთარი მოსავლის რეალიზება თავად სურს. ჩვენ მათ მივეცით პირობა, რომ ადგილობრივები 10 სატვირთო ავტომანქანით სოფლიდან პროდუქტს თავად გაიტანენ. მათ ჩაუტარდებათ სწრაფი ტესტი, საპატრულო პოლიცია კი ნავთლუღის ბაზარში გააცილებს და მათი სურვილისამებრ, პროდუქციის რეალიზება ე.წ. პირველი ხელიდან მოხდება. გარდა ამისა, დაწყებულია და გრძელდება სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფა. ამ სოფელში სულ 85 მოწყვლადი კატეგორიის ოჯახი ცხოვრობს და პირველ რიგში, მათი დახმარება მოხდება. რაც შეეხება საკარანტინე წესების მოხსნას, საინკუბაციო ვადა არის ორი კვირა, რომელმაც უნდა მოგვცეს სურათი, როგორ დავაჩქაროთ პროცესები”-განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, საკარანტინო შეზღუდვები 24 ივლისს ამოქმედდა.


  • სახელმწიფო რწმუნებული ყარაჯალარის მოსახლეობასთან
  • სახელმწიფო რწმუნებული ყარაჯალარის მოსახლეობასთან