სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

ქვემო ქართლის რეგიონში ახალი სამაცივრე მეურნეობა გაიხსნა

31 ივლისი 2020


ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერით „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ახალი სამაცივრო მეურნეობა ამოქმედდა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საწარმოში ჯამურად 1 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 510,000 ლარი გრანტია, ხოლო 500,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. სამაცივრე მეურნეობაში 800-მდე ტონამდე ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი. კოოპერატივი პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე გეგმავს.

საწარმოო პროცესს ადგილზე პირადად გაეცნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძე, სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი.

ქვემო ქართლის რეგიონში 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში 27 ახალი საწარმო დაფინანსდა. სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა, წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.


  • ქვემო ქართლის რეგიონში ახალი სამაცივრე მეურნეობა გაიხსნა
  • ქვემო ქართლის რეგიონში ახალი სამაცივრე მეურნეობა გაიხსნა
  • ქვემო ქართლის რეგიონში ახალი სამაცივრე მეურნეობა გაიხსნა
  • ქვემო ქართლის რეგიონში ახალი სამაცივრე მეურნეობა გაიხსნა
  • ქვემო ქართლის რეგიონში ახალი სამაცივრე მეურნეობა გაიხსნა