A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired

Filename: mysqli/mysqli_driver.php

Line Number: 305

Backtrace:

File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct

File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)

Filename: Session/Session.php

Line Number: 143

Backtrace:

File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct

File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once

რუსთავში სამკერვალო საწარმოს - "ქართლი ტექსტილის" მშენებლობა იწყება | სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ქვემო ქართლი

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

რუსთავში სამკერვალო საწარმოს - "ქართლი ტექსტილის" მშენებლობა იწყება

14 ივლისი 2020


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა რუსთავში კომპანია „აჭარა ტექსტილის“ შვილობილი სამკერვალო საწარმოს - „ქართლი ტექსტილის“ პრეზენტაციაზე იმყოფებოდნენ.

ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, ქალაქის მერი, ირაკლი ტაბაღუა და ცენტრალური და ადაგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

„ქართლი ტექსტილს “ქალაქ რუსთავში გაგარინის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ფართობი სახელმწიფომ გადასცა. ინვესტიციის საერთო მოცულობა 20 მილიონი ლარია, საიდანაც ნახევარი (10 მლნ) ეკონომიკის სამინისტროს - „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში მიღებული სესხია. პირველ ეტაპზე საწარმოში 1000 ადამიანი დასაქმდება, ხოლო მეორე ეტაპზე მათი რაოდენობა 3000-მდე გაიზრდება.

როგორც პრემიერ - მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა დღეს, მთავრობის უპირველესი პრიორიტეტია ეკონომიკაზე, ბიზნესზე კრიზისის ზემოქმედების მინიმიზაცია და რაც მთავარია, კრიზისის პირობებშიც, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. გიორგი გახარიას თქმით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად 4 თვეში შეიქმნება 3 000 სამუშაო ადგილი, რაც რეგიონისთვის და ქალაქისთვის სერიოზული მიღწევაა.

ნათია თურნავას თქმით, ეს არის შესანიშნავი პროექტი და მნიშვნელოვანი ინვესტიცია, რომელიც საქართველოს საექსპორტო პოტენციალის გაძლიერებაში თავის წვლილს შეიტანს, შესაბამისად, სახელმწიფო, მთავრობა აქტიურად უდგას გვერდში მსგავს პროექტებს.

,,ეს არის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქვემო ქართლში ერთი ბიზნესიდან შექმნილი სამუშაო ადგილების რეკორდული რაოდენობა“ - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა.

მისივე განმარტებით, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, მუდმივ კომუნიკაციაში არიან ბიზნეს-პარტნიორთან და უმოკლეს ვადებში იქნება გადაწყვეტილი ყველა ის საჭიროება, რაც პროექტის განხორცილებისას დადგება დღის წესრიგში.

საწარმო - „ქართლი ტექსტილი“ „აჭარა ტექსტილს“ ეკუთვნის, რომელსაც ბათუმში, ფოთსა და ქობულეთში სამი სამკერვალო ფაბრიკა აქვს. „აჭარა ტექსტილი“ წლიურად 15 მლნ-ზე მეტი ერთეული პროდუქციის წარმოებასა და ექსპორტს ახორციელებს. ის თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან როგორებიცაა: Nike, ADIDAS, Puma და ა.შ. დასაქმებულია 3500 ადამიანი.


  • რუსთავში სამკერვალო საწარმოს -
  • რუსთავში სამკერვალო საწარმოს -
  • რუსთავში სამკერვალო საწარმოს -
  • რუსთავში სამკერვალო საწარმოს -
  • რუსთავში სამკერვალო საწარმოს -
  • რუსთავში სამკერვალო საწარმოს -
  • რუსთავში სამკერვალო საწარმოს -
  • რუსთავში სამკერვალო საწარმოს -
  • რუსთავში სამკერვალო საწარმოს -
  • რუსთავში სამკერვალო საწარმოს -