Severity: Warning
Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired
Filename: mysqli/mysqli_driver.php
Line Number: 305
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
Severity: Warning
Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)
Filename: Session/Session.php
Line Number: 143
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
10 ივლისი 2020
გიორგი გახარიამ კამპანია - „იმოგზაურე საქართველოსთვის“ ქვემო ქართლის რეგიონიდან - ასურეთიდან დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შიდა ტურიზმის მხარდაჭერის კამპანიის - „იმოგზაურე საქართველოსთვის“ ფარგლებში დღეს ასურეთის გერმანულ დასახლებას ესტუმრა.
სოფელ ასურეთში, შვაბების ქუჩაზე დასრულდა მე-19 საუკუნის გერმანული, ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის, რამდენიმე საცხოვრებელი სახლისა და ძველი გერმანული სასაფლაოს რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროცესი, რისთვისაც მთავრობამ ჯამში 6 მილიონ ლარზე მეტი გამოყო.
მთავრობის მეთაურმა, გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშთან, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილთან, ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორ შოთა რეხვიაშვილთან და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მარიამ ქვრივიშვილთან ერთად რესტავრირებული გერმანული დასახლება დაათვალიერა და აღნიშნა, რომ ეს ადგილი განსხვავებული კულტურების თანაცხოვრების საუკეთესო მაგალითია.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე, იმყოფებოდნენ დაშბაშის კანიონზე, სადაც პირველად საქართველოში, დაცულ ტერიტორიაზე კერძო საერთაშორისო ინვესტიცია ხორციელდება, რომელიც COVID-19-ის პანდემიის მიუხედავად არ შეჩერებულა.
პროექტის თანახმად, ტერიტორიაზე უნიკალური, 240 მეტრის სიგრძის, შუშის ხიდი მოეწყობა, ეკოტურისტული - ბილიკებით, ვიზიტორთა ცენტრით, აშენდება სასტუმროები და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 50 მილიონ ლარზე მეტია.
მთავრობის მეთაურის განცხადებით აღნიშნული პროეტი ხელს შეუწყობს კანიონის პოპულარიზაციას, ლოკაცია მიმზიდველი გახდება ვიზიტორებისთვის, მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა, განვითარდება ტურისტული სერვისები და წალკის მუნიციპალიტეტში ხელი შეეწყობა ეროვნულ უმცირესობათა ინტეგრაციის პროცესს.