Severity: Warning
Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired
Filename: mysqli/mysqli_driver.php
Line Number: 305
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
Severity: Warning
Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)
Filename: Session/Session.php
Line Number: 143
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
20 აგვისტო 2019
ქვემო ქართლის რეგიონში ცენტრალური, საკანონმდებლო, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში განაგრძობენ.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები, გოგი მეშველიანი, ირაკლი კოვზანაძე და გიორგი მოსიძე, ამჯერად, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ დარბაზის, ტანძიისა და რატევანის მვხოვრებლებს შეხვდნენ, მოსახლეობას მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრნენ, ადგილზე არსებული საჭიროებები მოისმინეს და 2020 წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებელი პრიორიტეტები მათთან ერთად დასახეს.
საუბარი შეეხო, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, წყალმომარაგებით უზრუნველყოფის, საგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიტაციის, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების გაუმჯობესების საკითხებს.
შეხვედრის მიმდინარეობისას, ყურადღება გამახვილდა ქვემო ქართლის რეგიონის, მათ შორის ბოლნისის მუნიციპალიტეტის, ტურისტულ პოტენციალზე, არსებულ რესურსებზე და ახალ შესაძლებლობებზე, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სფეროს განვითარებისთვის ახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლის რეგიონში, მიმდინარე წელს, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ, დაახლოებით 800 პროექტი განხორციელდება ჯამური ღირებულებით, დაახლოებით, 100 000 000 ლარი.
2019 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში განხორციელდა 8 400 000 ლარის ღირებულების 35 ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის:
6 200 000 ლარის ღირებულების 16 ინფრასტრუქტურული პროექტი - საქართველოს რეგიონული განვითარების პროექტების ფონდის დაფინანსებით.
2 200 000 ლარის ღირებულების 19 ინფრასტრუქტურული პროექტი - ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით.
პროექტების ფარგლებში, ადგილზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაცია, სკოლებში საპირფარეშოების მოწყობის და რეაბილიტაციის სამუშაოები, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები და სტიქიის პრევენციის მიზნით დაგეგმილი სამუშაოები ხორციელდება.