Severity: Warning
Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired
Filename: mysqli/mysqli_driver.php
Line Number: 305
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
Severity: Warning
Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)
Filename: Session/Session.php
Line Number: 143
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
12 აგვისტო 2019
12 აგვისტოს, დიდგორის ველზე, სახელოვანი ბრძოლიდან 898-ე წელი, მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა.
სახალხო დღესასწაული, ადგილობრივებსა და სტუმრებს, სცენიდან პირადად მიულოცეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ანანია ჯაფარიძემ.
,,დიდგორი არის დავით აღმაშენებლის შექმნილი ეპოქის გვირგვინი, რომელმაც ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა სამხედრო ხელოვნების ისტორიაში. დიდგორი შედეგია ერთის მხრივ, ხალხისა და ხელისუფალის სამშობლოსათვის თავდადების, თავგანწირვის, გმირობის, ვაჟკაცობის, ერთგულების და მეორეს მხრივ, სახელმწიფოებრივი აზროვნების, შორსმჭვრეტელობის, თმენისა და რაციონალიზმის. როდესაც ეს ორი შემადგენელი ჰარმონიაშია, სწორედ მაშინ ხდება დიდი გამარჯვებები და ძლევაი საკვირველი. ისევე როგორც საუკუნეების წინ, ჩვენი ქვეყანა დღესაც დიდი გამოწვევების წინაშეა - ჩვენ უნდა გავაერთიანოთ საქართველო, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრიობა, მოპოვებული დამოუკიდებლობა, თავისუფლება, რათა დავძლიოთ ოკუპაცია, შემოვირიგოთ ჩვენი ძმები და შემოვიერთოთ დაკარგული ტერიტორიები. ამ მიზანს მხოლოდ ერთი გზა აქვს სავალი - მშვიდობიანი განვითარება“ - ამ სიტყვით მიმართა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა დიდგორის ველზე შეკრებილ საზოგადოებას.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, აღმოსავლეთ სარდლობის მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ორ სამხედრო მოსამსახურეს უწყებრივი მედალი, „დიდგორის ჯვარი“ გადასცა.
„დიდგორობა 2019” პატრიოტულ მოტივებზე შექმნილი სიმღერებით, ქორეოგრაფიული ნომრებით და თეატრალიზებული წარმოდგენით გაგრძელდა.
სახალხო დღესასწაულს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში, მინისტრთა კაბინეტის წევრები, პარლამენტის დეპუტატები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.