Severity: Warning
Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired
Filename: mysqli/mysqli_driver.php
Line Number: 305
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
Severity: Warning
Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)
Filename: Session/Session.php
Line Number: 143
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
30 ივლისი 2019
30 ივლისს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის ხელმძღვანელობით, სამხარეო ადმინისტრაციაში, ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების(LED) ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივითა და გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამის შესახებ, რეგიონისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს დეტალური ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ნიკოლოზ როსებაშვილმა, პროექტის მენეჯერმა, თიკო ტყეშელაშვილმა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა, ანა ქათამიძემ გააცნეს.
საინფორმაციო შეხვედრის მიმდინარეობისას, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, პარტნიორი და დონორი ორგანიზაციების წევრებთან ერთად, ვრცლად ისაუბრეს ეკონომიკური განვითარებისა და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების განმაპირობებელ ფაქტორებზე. ყურადღება გამახვილდა აღნიშნული მიმართულებით, მიზნობრივი პროექტების საჭიროებასა და შესაბამისი ინიციატივების წარმატებულად განხორციელების მნიშვნელობაზე. დაისახა ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმები.
აღსანიშნავია, რომ პროგრამით სწორედ იმ განაცხადების დაფინანსებაა გათვალისწინებული, რომელთა მიზანია ხელი შეუწყოს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას, ინოვაციური სერვისების და მექანიზმების დანერგვას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით, მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობას. პროექტები ადგილობრივი განვითარების დოკუმენტებში ასახული პრიორიტეტებისა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას, ასევე, ეკონომიკურ საქამიანობაში ახალგაზრდებისა და ქალების ჩართვას უნდა ემსახურებოდნენ.
გაეროს განვითარების პროგრამა(UNDP), საქართველოს მთავრობას რეგიონული და ადგილობრივი მმართველობის სისტემური რეფორმის განხორციელებაში, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეების ჩართულობის უზრუნველყოფისა და ადგილობრივი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაში, შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ფინანსური ხელშეწყობით ეხმარება.