Severity: Warning
Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired
Filename: mysqli/mysqli_driver.php
Line Number: 305
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
Severity: Warning
Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)
Filename: Session/Session.php
Line Number: 143
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
28 ივლისი 2019
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანმა და პარლამენტში თეთრიწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოდერძი ჩანქსელიანმა, პროექტის - „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“, საგრანტო კონკურსის აპლიკანტებს, ევროკავშირის ENPARD პროგრამისა და ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის(RDFG), წარმომადგენლებთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადასცეს. ღონისძიებაზე აგრეთვე იმყოფებოდნენ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, კახა კობერიძე და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ქორიძე.
შოთა რეხვიაშვილმა, საერთაშორისო დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებს, დარგის განვითარების მიზნით მიმდინარე პროცესების აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ადგილობრივი განვითარების ჯგუფის(LAG) წევრებს წარმატებები უსურვა.
ღონისძიების ფარგლებში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პროექტის ბენეფიციარებს პირადად გაესაუბრნენ და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა ფერმერებთან ერთად დაათვალიერეს.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი, ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვითა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენელების მონაწილეობით, მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ამ ეტაპზე, ასოციაციამ სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) და თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა(LAG), ENPARD-ის საგრანტო პროგრამის ორი ფაზა წარმატებით დაასრულეს. დაფინანსდა 65 განაცხადი, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ, ბენეფიციართა თანამონაწილეობით, 5 მლნ ლარი შეადგინა. შერჩეული პროექტები თეთრიწყაროს მოსალეობისთვის 300-ზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის, დასაქმებულთაგან 40% კი ქალი იქნება.