სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

სახელმწიფო რწმუნებულის ოფიციალური ვიზიტი ირლანდიის რესპუბლიკაში

01 ივლისი 2019

18-23 ივნისს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი ქართულ-ირლანდიური სავაჭრო პალატის თავმჯდომარის გიორგი ფეიქრიშვილის მიწვევით, ოფიციალური ვიზიტით ირლანდიის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. მხარის პირველი პირი, რეგიონული განვითარების სააგენტოს აღმასრულებელ დირექტორთან, მიხეილ ღურწკაიასთან ერთად, ირლანდიის პრემიერ-მინისტრის დეპარტამენტში, სახელმწიფო მინისტრ შონ კაენს შეხვდა.

სახელმწიფო რწმუნებულმა მინისტრს, საქართველოში საკანონმდებლო სისტემა და მიმდინარე რეფორმები გააცნო, საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოს. შოთა რეხვიაშვილმა ყურადღება გაამახვილა, ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების რამდენიმე პრიორიტეტულ მიმართულებაზე, მათ შორის, საქართველოში ტურიზმის სფეროს განვითარებაზე, უკვე არსებულ მიღწევებსა და საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო, 2020 წელს, ქალაქ გოლვეიში დაგეგმილ ტურისტულ ფესტივალს, სადაც საქართველო, ღონისძიების მონაწილე, 68 ქვეყნის 80-მდე ქალაქის წარმომადგენლებთან ერთად, ქართულ კულინარიას, ფოლკლორს და ქორეოგრაფიას წარადგენს.

მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელმა, დელეგაციის წევრებს მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ბიზნესისა და საგანმანათლებლო სფეროების კუთხით, ირლანდიის რესპუბლიკის წარმატებული გამოცდილება გაუზიარა და ქართულ მხარესთან, ამ მიმართულებით, პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრა.

შოთა რეხვიაშვილი, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო სავაჭრო სამმართველოს ხელმძღვანელს ანდრიან კლარკს, ასევე, ირლანდიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის ხელმძღვანელს, ნიკ ფინნეტრს, მსხვილფეხა საქონლის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს გარრი გრეალს და ირლანდიის კვების მდგრადი სისტემის სააგენტოს ხელმძღვანელ ჯონ რაესაც შეხვდა.

ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, უცხოელ კოლეგებს საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მიზნით განხორციელებული და მიმდინარე კონკრეტული რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. კერძოდ, საუბარი შეეხო „დანერგე მომავალის“, „შეღავათიანი აგრო კრედიტის“, „აგრო დაზღვევის“ პროგრამებს, ევროპული მსხვილფეხა საქონლის საქართველოში იმპლემენტაციის, რეგიონში, მათი რაოდენობის ზრდის და რძის პროდუქტების წარმოების განვითარების საკითხებს.

შოთა რეხვიაშვილი, ასევე შეხვდა გალვეი ქაუნთის მმართველი საბჭოსა და სავაჭრო პალატის წევრებს, სადაც მხარეებმა რეგიონების დამეგობრების შესაძლებლობაზე, საქართველოში დაგეგმილ ბიზნესფორუმში მონაწილეობაზე, სამშენებლო სექტორის განვითარებისთვის ინვესტორების მოძიების და ირლანდიის სამშენებლო ინდუსტრიაში ქართველების დასაქმებისა პერსპექტივებზე იმსჯელეს. დაიგეგმა სამომავლოდ ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში მიმდინარე ოფიციალურ შეხვედრებს ორგანიზება ქართულ-ირლანდიური სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ გიორგი ფეიქრიშვილმა გაუწია.

  • სახელმწიფო რწმუნებულის ოფიციალური ვიზიტი ირლანდიის რესპუბლიკაში