სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

შოთა რეხვიაშვილი ევროკავშირის პროექტების შემაჯამებელ შეხვედრაზე

10 ივნისი 2019

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი ევროკავშირის საგრანტო პროექტების შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ საქართვველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, აზერბაიჯანის ეკონომიკის სამინისტროს დეპარტამენტის ხელმძღვანელი რუსლან რუსტამლი, მთავრობის წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორის წევრები და პროექტების ბენეფიციარები. 

საქართველოს და აზერბაიჯანის  თანამრომლობის ფარგლებში, ევროკავშირმა ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონში1.35 მილიონი ევროს ღირებულების პროექტები დააფინანსა. მათ შორის ქვემო ქართლში რეგიონში განხორციელდა სამი - განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების გაცვლით პროგრამებში ჩართულობისა და გადამზადების, ასევე სოფლის მეურნეობის გაძლიერების მიზნით ახალგაზრდა მეწარმეთა წახალისებისა და საზღვრისპირა ტურიზმის განვითარების მიმართულებით. 

შოთა რეხვიაშვილმა, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა, ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო, პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებზე. ასევე ისაუბრა ქვეყნის განვითარების პროცესში სახელმწიფო უწყებებისა და კერძო და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. 
 
  • შოთა რეხვიაშვილი ევროკავშირის პროექტების შემაჯამებელ შეხვედრაზე