Severity: Warning
Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired
Filename: mysqli/mysqli_driver.php
Line Number: 305
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
Severity: Warning
Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)
Filename: Session/Session.php
Line Number: 143
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
15 იანვარი 2019
კანადური მსხვილი საინვესტიციო კომპანია KAMKON INVESMENTS საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია კანადური საინვესტიციო კომპანიის „KAMKON INVESMENTS“ - ის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო კანადური კომპანიის მიერ მომზადებული პრეზენტაცია, რომელიც რუსთავში 400 ჰა მიწის ფართობზე სამრეწველო ქალაქის მშენებლობას ითვალისწინებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკის“ თავმჯდომარის მოადგილე პაატა მხეიძე, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის მხარეში შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ტაბაღუა და სხვა ოფიციალური პირები.
შეხვედრაზე წარმოდგენილი პრეზენტაციის თანახმად, საინვესტიციო პროექტი ითვალისწინებს ინდუსტრიული ქალაქის განთავსებას 400 ჰექტარ მიწის ფართობზე ქალაქ რუსთავის სამრეწველო ზონაში, ასევე ინდუსტრიული ჰაბის, ლოგისტიკური ცენტრისა და კომუნიკაციათა კომპლექსის მშენებლობას. პრეზენტაციის წინასწარი გათვლებით, პროექტის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე დაგეგმილია 4000-ზე მეტი რუსთაველის დასაქმება. მშენებლობის პროცესში გამოყენებული იქნება მხოლოდ ადგილობრივი წარმოების სამშენებლო მასალა.
„ეს არის ძალიან საინტერესო წინადადება. ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ აღნიშნული პროექტის განვითარებას, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავამ. მისი თქმით, კანადელი ინვესტორების არჩევანი რუსთავის მიმართ რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა - პირველია, ისტორიულ-საკადრო ექსპერტიზა, რომელიც რუსთავში წლების მანძილზე არსებობდა; ასევე ტერიტორიული სიახლოვე თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან და საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვართან.
„მსგავსი ინდუსტრიული ქალაქები სხვა ქვეყნებშიც გვაქვს აშენებული, რომელთა ძირითად მიზანსაც სხვადასხვა პროფილის სამრეწველო საწარმოების ამოქმედება წარმოადგენს. ჩვენი ინტერესია სამშენებლო და სამრეწველო პროდუქციის წარმოება, მათ შორის, ისეთიც, რომლებსაც საქართველოშიც მოიხმარენ,“ - განაცხადა კომპანია „KAMKON INVESMENTS“ - ის დირექტორმა ამირ ქაზემი ტაფრეშიმ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თანამშრომლობა საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლებთან საინვესტიციო პროექტთან მიმართებაში გაგრძელდება.