სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

გუბერნატორი IV მექანიზებული ბრიგადის საიუბილეო ღონისძიებაზე

18 ოქტომბერი 2018

18 ოქტომბერს, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის დაარსების დღე აღინიშნა. საიუბილეო ღონისძიებას, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი, რამაზ ბუდაღაშვილი დაესწრნენ.

სამხედრო მოსამსახურეებს, იუბილე, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ მიულოცეს.

მინისტრმა სიტყვით მიმართვისას შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმები შეაჯამა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საქმეში ერთობლივი სამხედრო სწავლებების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

ღონისძიების ფარგლებში, წარმატებული სამხედრო მოსამსახურეები, უწყებრივი მედლებითა და საშტატო იარაღით დაჯილდოვდნენ. 

ბრიგადის ტერიტორიაზე მოეწყო შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა, ჩატარდა სამხედრო მოსამსახურეებს შორის სპორტული შეჯიბრებაც. გამარჯვებულ გუნდს გარდამავალი თასი თავდაცვის მინისტრმა და საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის შვილმა გადასცეს.

  • გუბერნატორი IV მექანიზებული ბრიგადის საიუბილეო ღონისძიებაზე