Severity: Warning
Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired
Filename: mysqli/mysqli_driver.php
Line Number: 305
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
Severity: Warning
Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)
Filename: Session/Session.php
Line Number: 143
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
07 ივნისი 2018
7 ივნისს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილემ, კახა კობერიძემ, რეგიონული კონკურსის ,,კალიგრაფიის მარგალიტების“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ვიცე-გუბერნატორმა, დაბა მანგლისის სიონის ეზოში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა, ღონისძიების მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და ხელნაწერთა ავტორებს წარმატება უსურვა.
კონკურსის დასკვნით ეტაპზე, სტუმრების წინაშე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მოსწავლეთა მიერ შესრულებული ნამუშევრები, მათგან საუკეთესოს სტატუსი კი ქალაქ რუსთავის 22-ე საჯარო სკოლის წარმომადგენლის, ანა გოქაძის ხელნაწერმა მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ კალიგრაფიის კონკურსი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის და რუსთავის სკოლა „ლაზარეს“ ერთობლივი ძალისხმევით, წელს უკვე მესამედ ჩატარდა და მასში მონაწილეობა რეგიონის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს.
პროექტის მიზანია, ახალგაზრდებისთვის ტრადიციული ქართული კალიგრაფიის გაცნობა, ხელით წერის პოპულარიზაცია, ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები მოსწავლეების დამეგობრება და მათი შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა და განვითარება.