საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
17 აპრილი 2018
17 აპრილს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძემ, საქართველოში ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან, როზარია პუგლისთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან, ნატოს დღეების ფარგლებში, პირველი საინფორმაციო შეხვედრა მარნეულის მუნიციპალიტეტში გამართა.
ღონისძიება ქვემო ქართლის გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
,, მოხარული ვარ, რომ ნატოს დღეების ფარგლებში, წელს, პირველ საინფორმაციო შეხვედრას, ქვემო ქართლის რეგიონი მასპინძლობს. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება მაქსიმალურადიყოს ინფორმირებული იმ სიკეთეებისა და გამოწვევების შესახებ, რასაც ნატოში ინტეგრაცია სთავაზობს ჩვენს ქვეყანას. საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ნატო-ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით. ქვეყანას აქვს ურყევი პოლიტიკური გეზი ევროპისკენ და საზოგადოებასთან ჩვენი ინტენსიური მუშაობით, სწორი პოლიტიკის გატარებითა და დემოკრატიულ პრინციპებზე დამყარებული ფასეულობებით შევძლებთ, საქართველო სტაბილური და სტრატეგიული პარტნიორი გახდეს ევროატლანტიკური სტრუქტურებისთვის. მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია, დასავლური ღირებულებებისა წინააღმდეგ, შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩვენი, ერთიანობა, რათა ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებული პოზიტივი მაქსიმალურად სწორედ იყოს მიტანილი საზოგადოების თითოეულ წევრამდე. მითუმეტეს, რომ ჩვენმა ქვეყანამ ნატოში გაწევრიანების საკითხი საკონსტიტუციო მნიშვნელობის ამოცანად დასახა. ვფიქრობ, რომ ქვეყნის განვითარების შეუქცევადი პროცესი, რომელზეც, არა მხოლოდ ჩვენ, არამედ, უცხოელი პარტნიორებიც ამახვილებენ ყურადღებას, გახდება ნათელი წინაპირობა იმისა, რომ ჩვენ ახლო მომავალში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ღირსეული წევრი ქვეყნის სტატუსს მოვიპოვებთ“-განაცხადა გრიგოლ ნემსაძემ.
შეხვედრის მიმდინარეობისას მიხეილ ჯანელიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე და არსებულ პროგრესზე.
ევროინტეგრაციის შესახებ აუდიტორიას საკუთარი მოსაზრება გააცნო საქართველოში ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, როზარია პუგლისმა.
სტუმრებსა სიტყვით მიმართა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ აბაზოვმა და ღონისძიების მონაწილეებს აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.
აღსანიშნავია, რომ 2018 წელი საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დიალოგის წლად გამოაცხადა და ხელისუფლის წარმომადგენლებს ხალხთან, განსაკუთრებით კი რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან მეტი დიალოგისკენ მოუწოდა.