Severity: Warning
Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired
Filename: mysqli/mysqli_driver.php
Line Number: 305
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
Severity: Warning
Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)
Filename: Session/Session.php
Line Number: 143
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
20 მარტი 2018
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ სამხარეო ადმინისტრაციაში რეგიონული მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლა და წინასწარ მიულოცა ქართული ჟურნალისტიკის დღე.
მხარის პირველმა პირმა ჟურნალისტებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა და მათი საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეხვედრაზე იმყოფებოდა რეგიონის ღვაწლმოსილი და დამსახურებული ჟურნალისტი, 86 წლის გივი ჯახუა, რომელიც პროფესიულ საქმიანობას უკვე 6 ათეულ წელზე მეტია ეწევა.
„საქართველოში მოღვაწე ყველა ჟურნალისტს ვულოცავ ქართული ჟურნალისტიკის დღეს, განსაკუთრებით კი ქვემო ქართლის რეგიონული მედიის წარმომადგენლებს. მადლობა, იმისთვის, რომ ჩვენთან ერთად აქტიურ რეჟიმში აშუქებთ, მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან მოვლენას. სწორედ დამოუკიდებელი მედია ქმნის ჯანსაღ საზოგადოებრივ აზრს, რაც მეტად მნიშვნელოვანია რეგიონისა და ზოგადად ქვეყნის განვითარების პროცესში. მინდა ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდეს, რათა ერთობლივი ძალისხმევით, კიდევ უფრო ბევრი, სასიკეთო საქმე გავაკეთოთ რეგიონისთვის. მადლობას მოგახსენებთ გაწეული საქმიანიობისთვის და კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს“_აღნიშნა ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ.
საქართველოში ქართული ჟურნალისტიკის დღე 21 მარტს აღინიშნება. თარიღი 1993 წელს საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ერთობლივად დააწესეს.