სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

ახალი საწარმო ქვემო ქართლის რეგიონში

29 ივლისი 2017


გარდაბნის მუნიციპალიტეტში, „ერთიანი აგროპორექტის“ ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი კომბინირებული საკვების მწარმოებელი საწარმო - შპს “მჯ ინტერნაციონალ ჯორჯია“ შეიქმნა. სოფელ წალასყურში მდებარე ახალი საწარმო ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილემ ზაურ დარგალმა და „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის მენეჯერმა ლევან დოლიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულეს. 

შპს “მჯ ინტერნაციონალ ჯორჯიას“ კომბინირებული საკვების მწარმოებელი საწარმო თვეში 60 -დან 100 -მდე ტონა კომბინირებულ საკვებს, პრემიქსსა და კონცენტრატებს აწარმოებს. საწარმოში 10 ადამიანია დასაქმებული. პროდუქციის რეალიზაცია ხდება ადგილობრივ ბაზარზე. აღნიშნული საწარმო 2017 წლის ივნისის თვეში ამოქმედდა. კომპანია შეღავათიანი აგროკრედიტის ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 130 000 აშშ დოლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 30 000 აშშ დოლარს შეღავათიანი აგროკრედიტი შეადგენს, ხოლო 100 000 აშშ დოლარამდე ბენეფიციარის საკუთარი ინვესტიციაა. 

2013 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო სხვადასხვა პროექტს ახორციელებს ახალი საწარმოების შექმნის მიზნით. პროექტების ფარგლებში შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონში შეიქმნა 19 ახალი საწარმო, ხოლო საქართველოს მასშტაბით უკვე დაფინანსდა 750-ზე მეტი მოქმედი და 162 ახალი საწარმო. 


  • ახალი საწარმო ქვემო ქართლის რეგიონში
  • ახალი საწარმო ქვემო ქართლის რეგიონში
  • ახალი საწარმო ქვემო ქართლის რეგიონში
  • ახალი საწარმო ქვემო ქართლის რეგიონში