საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
29 ოქტომბერი 2020
რუსთავში, ახლადრეაბილიტირებული კონსტიტუციის ქუჩა გაიხსნა - ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი და რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, კონსტიტუციის ქუჩაზე, კოსტავას გამზირის N14-დან ასლანიკაშვილის ქუჩის კვეთამდე არსებულ გზის მონაკვეთზე, ფილებით მოპირკეთდა ტროტუარები და მოეწყო ბორდიურები, დამონტაჟდა გარე განათების თანამედროვე სისტემა.
პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 255 693, 23 ლარით დაფინანსდა.