საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
12 ოქტომბერი 2020
გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ კუმისში, გამარჯვებასა და აღთაკლია-ყარათაკლიაში 3 ახლადაშენებული საბავშო ბაღი გაიხსნა.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო დაწესებულებები, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, რამაზ ბუდაღაშვილმა გახსნეს.
სოფელ გამარჯვებასა და კუმისში საბავშვო ბაღების მშენებლობები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2 941 817 ლარით დაფინანსა. აღთაკლია-ყარათაკლიის ბაღის მშენებლობა კი 1 398 912 ლარით ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. სააღმზრდელო დაწესებულებებში სრულად შეცვლილია მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, გარემო ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.
გარდაბანში, ბოლო 2 წლის განმავლობაში, აქტიურად მიმდინარეობს ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობისა და არსებულის რეაბილიტაციის პროცესი - შედეგად, მუნიციპალიტეტში არ არის სოფელი, სადაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებს.
აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლის რეგიონში, ამ ეტაპზე, სულ, 112 საბავშვო ბაღი მოქმედებს - აქედან, 28 სააღმზრდელო დაწესებულება ბოლო ორი წლის მანძილზეა აშენებული.