სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

სოფელ საღრაშენში სწავლა ახალ სკოლაში დაიწყო

18 სექტემბერი 2020


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საღრაშენში სკოლის მოსწავლეებმა სწავლა ახალაშენებულ საჯარო სკოლაში განაახლეს.

პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.

სამშენებლო სამუშაოები 2019 წლის ივნისში დაიწყო და მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდა.

60 ბავშვზე გათვლილი სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, აშენებს 66 სკოლას და რეაბილიტაციისა და ენერგო-ეფექტური კომპონენტის გაძლიერების სამუშაოებს ახორციელებს 100 სკოლაში. საგანმანათლებლო პროგრამას საქართველოს მთავრობა და დონორები (CEB და NEFCO) აფინანსებენ. პროგრამის საერთო ღირებულება 300 მილიონ ლარზე მეტია.

ამ ეტაპზე, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში უკვე დასრულებულია 8 ახალი სკოლის მშენებლობა. წელსვე დაიწყო 80 სკოლის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაო და ყველა პროექტი მომავალ წელს დასრულდება.


  • სოფელ საღრაშენში სწავლა ახალ სკოლაში დაიწყო
  • სოფელ საღრაშენში სწავლა ახალ სკოლაში დაიწყო
  • სოფელ საღრაშენში სწავლა ახალ სკოლაში დაიწყო
  • სოფელ საღრაშენში სწავლა ახალ სკოლაში დაიწყო
  • სოფელ საღრაშენში სწავლა ახალ სკოლაში დაიწყო
  • სოფელ საღრაშენში სწავლა ახალ სკოლაში დაიწყო
  • სოფელ საღრაშენში სწავლა ახალ სკოლაში დაიწყო