Severity: Warning
Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired
Filename: mysqli/mysqli_driver.php
Line Number: 305
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
Severity: Warning
Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)
Filename: Session/Session.php
Line Number: 143
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
22 ივლისი 2020
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორი, მიხეილ შალამბერიძე, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისში მიმდინარე გაზიფიცირების სამუშაოებს გაეცნენ და მოსახლეობას შეხვდნენ.
დაბა მანგლისში, სადაც ადგილობრივებს ბუნებრივი აირით სარგებლობის შესაძლებლობა, ამ დრომდე არასოდეს ქონიათ, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს. აშენდება 34 150 გრძივი მეტრი მკვებავი და ქსელის მოწყობისათვის საჭირო 48 273 გრძივი მეტრი გაზსადენი. 1 558 აბონენტს საშუალება მიეცემა ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. სამუშაოების ღირებულება 11 მილიონ 500 ათასი ლარია.
აღსანიშნავია, რომ 2019-2021 წლების გაზიფიცირების მასშტაბური გეგმის ფარგლებში, გაზიფიცირდება 384 დასახლებული პუნქტი, რომელიც 88 363 აბონენტს მოიცავს. აღნიშნულისთვის 270 მილიონი ლარი დაიხარჯება. სამწლიანი გეგმით, ქვემო ქართლის რეგიონში, 29 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებაა გათვალისწინებული.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მოსახლეობასთან საუბრისას მანგლისის დიდი ტურისტული პოტენციალისა და ადგილობრივების მიერ, სახელმწიფო საგრანტო პროგრამებით სარგებლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.