საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
04 ივნისი 2020
საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესს გაეცნენ.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 8 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა და 3-ის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება. ახალი საჯარო სკოლები აშენდება სოფელ ხულდარაში, შულავერში, ჯანდარში, ცოფში, კასუმლოში, ჩანახჩში, ქუთლიარსა და საბირკენდში. რეაბილიტირდება სოფელ კაპანახჩის, ყულარისა და ყიზილაჯლოს №1 საჯარო სკოლა. საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება. ადგილზე, პროცესი, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალური განვითარების ფონდი, 59 ახალ სკოლას აშენებს და 80-ზე მეტი სკოლის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს. ყველა პროექტი ახალი სკოლის სტანდარტს შეესაბამება, რომლის ფარგლებშიც, ეწყობა საკლასო ოთახები და ლაბორატორიები, სააქტო დარბაზები, სპორტული მოედნები, სასადილო და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა.