A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired

Filename: mysqli/mysqli_driver.php

Line Number: 305

Backtrace:

File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct

File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)

Filename: Session/Session.php

Line Number: 143

Backtrace:

File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct

File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once

დმანისში რძის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება | სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ქვემო ქართლი

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

დმანისში რძის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

07 თებერვალი 2020


„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, დმანისში რძის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისათვის გამოყოფილი 20 მილიონი ლარიდან 10 მილიონი ლარი მოხმარდება მაღალმთიან რეგიონებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, ხოლო მეორე 10 მილიონი კი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტებს.

„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, დმანისისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში აშენდება და აღიჭურვება რძის გადამამუშავებელი ორი საწარმო.

დაგეგმილია ექვსი კოოპერატივის თანადაფინანსება და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოში აშენებული რძის საწარმოსათვის საოფისე ინვენტარისა და რძის მზიდი ორტონიანი ავტომანქანის შეძენა.

ფონდის თანხა მოხმარდება სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავალის” ფარგლებში მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებული ღვინის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დაფინანსებას, და მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებული რძის მწარმოებელი კოოპერატივებისთვის შესაბამისი აღჭურვილობის შეძენასა და გადამამუშავებელი-შემნახველი საწარმოების პროექტირებას.

2019 წელს, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მიერ შემუშავებული „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ხუთწლიანი სტრატეგია. სტრატეგიის მიზანია მაღალმთიანი დასახლებების მდგრადი განვითარება, იქ მცხოვრებთა სოციალური მხარდაჭერა და სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა.

საქართველოში მთის სტატუსი მინიჭებული აქვს ქვეყნის 1,731 დასახლებას და მთაში მუდმივად მცხოვრების სტატუსით სარგებლობს 246,012 მოქალაქე.


  • დმანისში რძის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება