A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired

Filename: mysqli/mysqli_driver.php

Line Number: 305

Backtrace:

File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct

File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)

Filename: Session/Session.php

Line Number: 143

Backtrace:

File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct

File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once

შეხვედრა დმანისის სოფლების მოსახლეობასთან | სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ქვემო ქართლი

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

შეხვედრა დმანისის სოფლების მოსახლეობასთან

22 აგვისტო 2019


ქვემო ქართლის რეგიონში სამთავრობო გუნდის წევრები, მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში განაგრძობენ, ადგილობრივების საჭიროებებს ისმენენ და არსებული საკითხების მოგვარების გზებზე ერთობლივად მსჯელობენ.

შეხვედრების ფარგლებში, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, შალვა გოგოლაძე, საქართველოს პარლამენტის წევრები, ზაზა ხუციშვილი, კახაბერ ოქრიაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა დმანისის, დიდი დმანისის, ვარდისუბნისა და ბოსლების მოსახლეობას შეხვდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს და სოფლების მიხედვით, 2020 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები განიხილეს.  

დღესვე, საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სამხარეო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა, პატარა დმანისის მცხოვრებლებს სოფელში გაზიფიცირების პროცესის დასრულება მიულოცეს და მაღრაძეების ოჯახში, გაზი სიმბოლურად აანთეს. აღსანიშნავია, რომ   მოსახლეობას ამ დრომდე ბუნებრივი აირი არასოდეს ქონია. ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური მხარდაჭერით პატარა დმანისში, ამ ეტაპზე, 60-მდე ოჯახი გაზიფიცირდა.

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებისთვის ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა წყალმომარაგების გაუმჯობესაა. ორმოცწყარო-მაშავერას პროექტირების დასრულებისა და სამუშაოების განხორციელების შემდეგ,  გადაიჭრება 40 წლიანი პრობლემა. მუნიციპალიტეტის 19 სოფელი და ქალაქი დმანისი  კი 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

 


  • შეხვედრა დმანისის სოფლების მოსახლეობასთან
  • შეხვედრა დმანისის სოფლების მოსახლეობასთან
  • შეხვედრა დმანისის სოფლების მოსახლეობასთან
  • შეხვედრა დმანისის სოფლების მოსახლეობასთან
  • შეხვედრა დმანისის სოფლების მოსახლეობასთან
  • შეხვედრა დმანისის სოფლების მოსახლეობასთან
  • შეხვედრა დმანისის სოფლების მოსახლეობასთან
  • შეხვედრა დმანისის სოფლების მოსახლეობასთან
  • შეხვედრა დმანისის სოფლების მოსახლეობასთან
  • შეხვედრა დმანისის სოფლების მოსახლეობასთან