საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
02 ივლისი 2019
2 ივლისს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, შოთა რეხვიაშვილთან ერთად, საქართველოს პარლამენტში მუნიციპალიტეტების მაჟორიტარ დეპუტატებთან, მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რეგიონის მასშტაბით, 2020 წელს, განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს და პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს.
მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ყურადღება გაამახვილა პროექტების რაოდენობისა და დაფინანსების მზარდ ტენდენციაზე, ასევე სამუშაოების შესრულების ხარისხზე. შოთა რეხვიაშვილმა ცენტრალურ და მუნიციპალურ დონეზე პროცესში ჩართულ ხელმძღვანელ პირებს აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრის ფარგლებში, საუბარი შეეხო, 2019 წლის პროექტების შესრულების გეგმას, ასევე განხორციელდა რუსთავში მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონიტორინგი გაგარინისა და კოსტავას ქუჩებზე, სადაც ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობისა და საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია ხორციელდება.