Severity: Warning
Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired
Filename: mysqli/mysqli_driver.php
Line Number: 305
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
Severity: Warning
Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)
Filename: Session/Session.php
Line Number: 143
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
18 დეკემბერი 2018
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, შოთა რეხვიაშვილმა, პირველ მოადგილესთან და მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად, მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის სისტემების და საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტები მოინახულა.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით, მასშტაბური პროექტი ხორციელდება სოფელ კირაჩ-მუღანლოში, რომელიც 300-ზე მეტ ოჯახს წყალმომარაგებით უზრუნველყოფს. ადგილზე ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს სასმელი წყლის ჭაბურღილების, სატუმბი სადგურის, რკინა-ბეტონის წყალშემკრები რეზერვუარის, წყალსადენი მაგისტრალის, სოფლის შიდა ქსელის მოწყობა და გამრიცხველიანება.
სასმელი წყლის სისტემის მოწყობისა და შიდა ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ სადახლოშიც. პროექტის დასრულების შემდგომ მოსახლეობა შეუფერხებლად მომარაგდება სასმელი წყლით.
სასმელი წყლის შიდა ქსელი ეწყობა სოფელ აღმამედლოში, ადგილზე ინტენსიურად მიმდინარეობს ცენტრალური მაგისტრალის მილების გაყვანა.
აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად საერთო ჯამში 3 მილიონამდე ლარი დაიხარჯება, შედეგად ისეთ სოფლებში გაუმჯობესდება წყალმომარაგება და მოეწყობა გამართული სისტემები, სადაც შესაბამისი ინფასტრუქტურა წლების განმავლობაში არ არსებობდა. სამუშაოებზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.
შოთა რეხვიაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ერთად ასევე იმყოფებოდა სოფელ მარეთში, სადაც კორპუსებთან მისასვლელი გზისა და ეზოს მოასფალტების პროექტი დასრულდა. გუბერნატორი შესრულებულ სამუშაოებს გაეცნო და ადგილობრივ მცხოვრებლებს გაესაუბრა.