Severity: Warning
Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired
Filename: mysqli/mysqli_driver.php
Line Number: 305
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
Severity: Warning
Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)
Filename: Session/Session.php
Line Number: 143
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
27 ივნისი 2018
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები, მოადგილესთან, ალექსანდრე მეტრეველთან, საქართველოს პარლამენტში გარდაბნის მაჟორიტარ დეპუტატთან, სავალან მირზოევთან, მუნიციპალიტეტის მერთან, რამაზ ბუდაღაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.
გრიგოლ ნემსაძე, პირადად იმყოფებოდა აღთაკლიაში, ყარათაკლიაში, ყარაჯალარში, ვახტანგისში, ქესალოსა და ნაზარლოში, სადაც, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გაეცნო საავტომობილო გზის საფარის მოწყობა-მოწესრიგების პროცესს და ადგილობრივ მცხოვრებლებს დასახლებებში არსებულ პრიორიტეტულ საჭიროებებთან დაკავშირებით გაესაუბრა.
„აქტიურად ვაგრძელებთ ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს, ვხვდებით მოსახლეობას და რიგ საკითხებთან დაკავშირებით ადგილზე ვეცნობით მათ მოსაზრებებს და საჭიროებებს. ამ ეტაპზე გარდაბანში რამდენიმე მნიშვნელოვანი საგზაო პროექტი მიმდინარეობს ისეთ სოფლებში, სადაც წლების განმავლობაში საგზაო ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელი იყო და მუდმივად ქმნიდა თავისუფლად გადაადგილების პრობლემებს. მოგეხსენებათ ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება რეგიონში არსებული ინფრასტრუქტურის განვითარება და ახალი პროექტების განხორციელებაა. სამუშაოები პრიორიტეტების მიხედვით იგეგმება და ამ პროცესში ადგილობრივების ინტერესები მაქსიმალურადაა გათვალისწინებული. ასევე მნიშვნელოვანია შესრულებული სამუშაოების ხარისხი, შესაბამისად მიმდინარე პროექტებს პერიოდულად ყველა მუნიციპალიტეტში გავეცნობით,“ - განაცხადა გუბერნატორმა.
აღსანიშნავია, რომ 2018 წელს, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, შიდა გზების მოასფალტება 8 სოფელში მიმდინარეობს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 880 619 ლარი იხარჯება.