სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

სამშვილდე

17 აგვისტო 2017


საქართველოს უძველეს ქალაქთა შორის სამშვილდე თავისი მდებარეობის, ლანდშაფტის, მრავალი მნიშვნელოვანი ძეგლის და მდიდარი ისტორიული წარსულის წყალობით, უცილობლად, ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და მომხიბლავია, 
საშვილდეს დიდი ხნის ისტორია აქვს. მის მიდამოებში მდებარე გამოქვაბულები, მენჰირები, ნამოსახლარები და მათთან ვრცელი სამაროვნები, არქეოლოგიური კვლევის შედეგებით მიეკუთვნება ძვ.წ. IV ათასწლეულის მეორე ნახევრისა და III ათასწლეულს. შემთხვევითი  როდია, რომ სამშვილდის ციხის აშენებას მემატიანე ქართლოსს მიაწერს - „ქართლოს აღაშენა ციხე ორბისა, რომელსა აწ ჰქვიან სამშვილდე და მეფემან ფარნაოზ ჰყო საერისთაოდ  და ქალაქად“. ქართლის ცხოვრება გვამცნობს, რომ V საუკუნეში ვახტანგ გორგასლის დედამ დედოფალმა საგდუხტმა „აღაშენა სიონი სამშუილდისა“. VII-IX საუკუნის სამშვილდის მფლობელებად ყოფილან „ნათესავით პიტიახშნი“. ძველი პიტიახშთა გვარიშვილნი. X-XIII საუკუნეებში ქალაქმა გამოიცვალა რამოდენიმე მფლობელი. - XI საუკუნის დასაწყისში ბაგრატ IV ქალაქი გაანთავისუფლა, მაგრამ მეფეთა ხელში იგი დიდხანს არ დარჩენილა. XI საუკუნის დამლევისათვის გიორგი II - სამშვილდე შერიგებისა პატიების ნიშნად უბოძა საპატრონოდ კლდეკარის ერისთავს ივანე ლიპარტის-ძეს. არ გასულა დიდი ხანი და ქალაქი თურქ-სელჯუკებმა აიღეს. 1110 წელს დავით აღმაშენებელმა კვლავ შემოიერთა სამშვილდე. მაგრამ 1123 წელს იგი უწყალობა ბრძოლებში გამარჯვებულ ივანე ორბელს. ნახევარი საუკუნის მანძილზე სამშვილდე ორბელიანთა ხელში იმყოფებოდა, შემდეგ კი ისევ მეფის ქალაქად იქცა.


  • სამშვილდე