სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

საკოორდინაციო საბჭოს სხდომა

26 იანვარი 2021


Ge/Az

გიორგი გახარია - თუ დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტზე მეტია, ყველანაირი საუბარი ნორმალურ ეკონომიკურ ფუნქციონირებაზე არის ჭორაობა და მეტი არაფერი, ან სურვილები, რომლის მიღმაც არანაირი მეცნიერულად დასაბუთებული არგუმენტები არ არსებობს

მიზნობრივი შეზღუდვების დაწესების შემდგომ, ქვეყანაში ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი სულ უფრო და უფრო ქვემოთ მოდის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როდესაც მიზნობრივი შეზღუდვები დაწესდა, ქვეყანაში დღეში იყო 5000-ზე მეტი ინფიცირების შემთხვევა, ჯანდაცვის სისტემა მართავდა დაახლოებით 30 000 ინფიცირებულს და დღეში 7000 ინფიცირებულს - ჰოსპიტალურ სისტემაში.

„ ჩვენ ეს მიზნობრივი შეზღუდვები დავიწყეთ 28 ნოემბრიდან. არ დაგვავიწყდეს, რომ როდესაც მიზნობრივი შეზღუდვები დავიწყეთ, ქვეყანაში დღეში იყო 5000-ზე მეტი შემთხვევა. ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რომ მაშინ, როდესაც ქვეყანაში ინფიცირების 5-6 ათასი შემთხვევაა, ეკონომიკის ნორმალურ ფუნქციონირებაზე ლაპარაკი ზედმეტია. ამიტომ, თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ ყველაფერში. როდესაც მაგალითად, ვითხოვთ ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის და დარგის გახსნას, ან ვთვლით, რომ ერთდროულად, ქვეყნის მასშტაბით, მაშინ, როდესაც მაგალითად, თბილისში, როდესაც დადებითობის მაჩვენებელი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე აჭარაში - ტრანსპორტის გახსნას. უბრალოდ, უნდა გვესმოდეს, მეორე მხარეს რისკი რა არის. რისკი არის ის, რომ ინფიცირების გავრცელება სწრაფად გაიზრდება და მოგვიწევს ისევ სწრაფი შემზღუდავი ღონისძიებების მიღება. ამიტომ, ყველა უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე - თუ საბოლოო ჯამში, არ ხდება ინფექციის გავრცელების სრული მართვა, ყველანაირი საუბარი ნორმალურ ეკონომიკურ ფუნქციონირებაზე არის ჭორაობა და მეტი არაფერი, ან სურვილები, რომლის მიღმაც არანაირი მეცნიერულად დასაბუთებული არგუმენტები არ არსებობს. ჩვენთვის დასაბუთებული არგუმენტებია დადებითობის მაჩვენებელი. თუ დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტზე მეტია, ქვეყანაში ნორმალურ ფუნქციონირებაზე საუბარი ზედმეტია, ისევე, როგორც ნორმალურ ეკონომიკურ ფუნქციონირებაზე, იმიტომ, რომ სწრაფი გავრცელების რისკი ძალიან მაღალია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველაფერი უნდა იყოს თანმიმდევრული, ბალანსის დაცვით და ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ რა თქმა უნდა საბოლოო მიზანი არის ბალანსის საშუალებით ეკონომიკის სწრაფი აღდგენა.

„კარგი შედეგები გვაქვს აჭარაში და რამდენიმე მსხვილი ქალაქის გარდა, სადაც დადებითობის მაჩვენებელი ჯერ კიდევ მაღალია, დანარჩენ ქალაქებში ყველაფერი გავხსენით - მათ შორის, ვაჭრობა, განათლება და მუნიციპალური ტრანსპორტიც. თუ არ ვიქნებით მსგავსად თანმიმდევრულები და ვისაუბრებთ მხოლოდ და მხოლოდ სურვილებზე, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ დავაზიანებთ ეკონომიკას და სხვა შედეგს ვერ მივიღებთ, ეს უნდა გვესმოდეს ყველას, მაშინ როდესაც გადაწყვეტილებასაც ვიღებთ. რა არის ჩვენთვის დადებითობის მაჩვენებელი - როგორც კი დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში, ქალაქში, ცალკეულ რეგიონში ჩამოსცდება 4%-ს, რა თქმა უნდა, შეგვეძლება, გახსნის უკვე წარმოდგენილი გეგმა დავაჩქაროთ. მაგალითად, თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოსცდება 4%-ს უახლოეს ერთ კვირაში, რა თქმა უნდა, მუნიციპალური ტრანსპორტის უფრო სწრაფად გახსნაზეც უნდა ვისაუბროთ და ეკონომიკის იმ დარგების გახსნაზეც, რომლის შესაძლებლობასაც ეპიდმდგომარეობა გვაძლევს. ასე რომ, მიზეზშედეგობრივი კავშირი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ეს ყველაფერი უნდა იყოს თანმიმდევრული, ბალანსის დაცვით და ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ, რა თქმა უნდა, საბოლოო მიზანი არის ბალანსის საშუალებით ეკონომიკის სწრაფი აღდგენა,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა პირველ ვიცე-პრემიერს, მაია ცქიტიშვილს დაავალა, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, უახლოეს პერიოდში, შეხვდეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი დარგების წარმომადგენლებს და მათთან აღნიშნული გეგმა განიხილოს.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონის გადასარჩენად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.

„ჩვენ უკვე ნოტამს აღარ ვაგრძელებთ, რაც მოგვცემს საერთაშორისო ფრენების დაწყების შესაძლებლობას. ამასთანავე, ყველამ ერთად, თანმიმდევრულად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი დავიცვათ და ავამუშაოთ. ყველანი ვხედავთ, თუ რა ხდება ჩვენს სამთო კურორტებზე. ეს ყველაფერი უკიდურესად სამწუხაროა. ყველას ძალიან კარგად გვესმის, რამდენად მძიმეა ტურისტული სექტორისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ბიზნესი აქვთ გუდაურში, ბაკურიანში, მესტიაში თუ გოდერძიზე, ის მდგომარეობა, რომელიც დღეს იქ არის, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქვეყანას, საბოლოო ჯამში, მდგრადი, თანმიმდევრული ეკონომიკური აღდგენის რესურსი დავუტოვოთ, შევუნარჩუნოთ და ასეთი მოკლევადიანი, სწრაფი, იმპულსური გადაწყვეტილებებით რისკის ქვეშ არ დავაყენოთ ის ეკონომიკური შესაძლებლობები, რომლებიც სწრაფი აღდგენის პირობებში ზაფხულისთვის გაგვეხსნება. ამას განაპირობებს, პირველ რიგში, ტესტირებების ახალი სქემა და აქტიური ტესტირება, ისევე, როგორც ვაქცინაციის შესაძლებლობები, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად “, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს აქვს პატარა, მაგრამ უკიდურესად ღია ეკონომიკა, რომელიც გლობალური ეკონომიკის ნაწილია და ცალკე აღებული ქვეყანა, ეკონომიკურ კრიზისს ვერ გაუმკლავდება.

„ჩვენ, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ და ვიშრომოთ იმაზე, რომ ის შესაძლებლობები, რომელიც ჩვენ, დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში გაგვეხსნება, პირველ რიგში, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სწორი მართვით და ეპიდემიის გავრცელების ტემპების შემცირებით, ასევე ვაქცინაციის შესაძლებლობით, უკიდურესად სწრაფად და ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ. ნათია თურნავა, მაია ცქიტიშვილი, ეკატერინე ტიკარაძე და სხვა კოლეგები, ამ კვირაში, დაიწყებენ უკვე ტურისტულ სექტორთან შეხვედრებს, იმისთვის, რომ შევათანხმოთ, როგორც პროტოკოლები, როგორ უნდა იმუშაოს ამ სექტორმა, ასევე გახსნის ის ეტაპები და ის მიზეზშედეგობრივი კავშირები, რომლებიც პირდაპირ არის დაკავშირებული ეპიდემიის გავრცელებასთან“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, შემდგომი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომლის გადადგმაც საქართველოს მთავრობას მოუწევს, არის საგანმანათლებლო დაწესებულებების, პირველ რიგში კი დაწყებითი განათლების დაწესებულებების გახსნა.

„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს სკოლის მოსწავლეების და მათი მშობლებისთვის ხანგრძლივი პერიოდით სახლში ყოფნა და ის, რომ მათ არ აქვთ შესაძლებლობა, ფიზიკურად იყვნენ სასწავლო კლასებში. აქაც, როგორც კი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოგვცემს შესაძლებლობას და მაჩვენებელი ჩამოსცდება 4%-ს, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სწრაფად ავამოქმედოთ უკიდურესად მნიშვნელოვანი სფერო, განსაკუთრებით ჩვენი შვილებისთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაური უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მებაჟის მსოფლიო დღესაც გამოეხმაურა და ქართველ მებაჟეებს პროფესიული დღე მიულოცა. პრემიერის შეფასებით, მებაჟეების საქმიანობა ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.

„საქართველოს საბაჟო, ეპიდემიის გავრცელების პირველივე დღიდან, აქტიურად იყო ჩართული პროცესის მართვაში. გარდა იმისა, რომ ისინი საქართველოს ეკონომიკურ საზღვრებს ღირსეულად იცავდნენ, ეხმარებოდნენ ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენი ქვეყნის სტუმრებს, ისევე როგორც ეკონომიკურ აქტორებს, პანდემიის პირობებშიც ნორმალურად გაეგრძელებინათ ფუნქციონირება და მინდა, მათ მადლობა გადავუხადო. ჩვენი მებაჟეები შრომობენ 24 საათის განმავლობაში. ეს არის უკიდურესად დასაფასებელი და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, ქვეყნის ეკონომიკური საზღვრების დაცვისა და ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი საქმიანობა. ჩვენ ამას ვხედავთ, ვაფასებთ და მათ მადლობას ვუხდით,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

Giorgi Gaxaria - Əgər müsbət yüzdə 4-dən çoxdursa, normal iqtisadi fəaliyyət barədə bütün söhbətlər dedi-qodulardır və bunun xaricində heç bir elmi cəhətdən əsaslandırılmış arqumentlərin olmadığı bir şey deyil. Hədəfli məhdudiyyətlər tətbiq edildikdən sonra Ölkədə infeksiyası nisbəti getdikcə azalır, - Gürcüstan Baş Naziri Giorgi Gaxaria, Təşkilatlararası Koordinasiya Şurasının iclasında dedi.

Hökümət başçısının da qeyd etdiyi kimi, məqsədli məhdudiyyətlər tətbiq edildikdə, ölkədə gündə 5000-dən çox infeksiya hadisəsi var idi, səhiyyə sistemi xəstəxana sistemində gündə təxminən 30.000 yoluxmuş və gündə 7000 yoluxmuş insanı idarə edirdi.

“Bu hədəf məhdudiyyətləri 28 Noyabrda başladıq. Unutmayaq ki, məhdudiyyətləri hədəf almağa başladığımızda ölkədə gündə 5000-dən çox hadisə olurdu.

Hamımız bir fikirdə olmalıyıq ki, ölkədə 5-6 min infeksiya hadisəsi olduqda, iqtisadiyyatın normal işləməsi barədə danışmaq artıqdır.

Sadəcə qarşı tərəfdəki riskin nə olduğunu anlamalıyıq. Risk ondan ibarətdir ki, infeksiyanın yayılması sürətlə artacaq və yenidən sürətli məhdudlaşdırıcı tədbirlər görməliyik.

Bu səbəbdən hamımız bir şeydə bir fikirdə olmalıyıq - axırda infeksiyanın yayılması tam idarə olunmadıqca, normal iqtisadi fəaliyyət barədə bütün söz-söhbətlər dedi-qodulardan başqa bir şey deyildir və bunun xaricində elmi cəhətdən əsaslandırılmış arqumentlər yoxdur.

Bizim üçün mübahisələr pozitivliyin göstəricisidir. Əgər müsbət nisbət yüzdə 4-dən çoxdursa, ölkədə normal işləməklə yanaşı normal iqtisadi işləmə barədə də danışmaq lazım deyil, çünki sürətlə yayılma riski çox yüksəkdir ”, - Giorgi Gaxaria bildirib. Hökümət başçısının da qeyd etdiyi kimi, hər şey ardıcıl, balanslı və addım-addım olmalıdır, lakin əlbəttə ki, son məqsəd iqtisadiyyatın tarazlıq yolu ilə sürətlə bərpasıdır.

"Acarıstanda yaxşı nəticələrimiz var və müsbət nisbətin hələ də yüksək olduğu bir neçə böyük şəhər xaricində, ticarət, təhsil və bələdiyyə nəqliyyatı da daxil olmaqla digər şəhərlərdə hər şeyi açdıq.

Davamlı olaraq belə deyiliksə və yalnız istəklərdən danışırıqsa, iqtisadiyyata yalnız zərər verəcəyik və başqa bir nəticə əldə etməyəcəyik, qərar verdiyimiz zaman hər kəs tərəfindən başa düşülməlidir.

Bizim üçün müsbət nisbət nə qədərdir - ölkədə, şəhərdə, fərdi bölgədəki müsbət nisbət 4% -dən aşağı düşən kimi, əlbəttə ki, onsuz da təqdim olunan açılış planını sürətləndirə bilərik. Məsələn, Tbilisidə gələn həftə müsbət nisbət 4% -dən aşağı düşsə, əlbəttə ki, bələdiyyə nəqliyyatının daha sürətli açılmasından və iqtisadiyyatın epidemiyadan salamat qalmağımızı təmin edən sahələrinin açılmasından danışmalıyıq.

Buna görə səbəbi son dərəcə vacibdir. "Bütün bunlar tarazlıqda və addım-addım ardıcıl olmalıdır, amma əlbəttə ki, son məqsəd iqtisadiyyatı tarazlıq yolu ilə sürətlə bərpa etməkdir" - Giorgi Qaxaria dedi.

Baş nazir, Baş nazirinin birinci müavini Maia Tskitishviliyə İqtisadiyyat Nazirliyi ilə birlikdə yaxın gələcəkdə kritik sahələrin nümayəndələri ilə görüşmək və onlarla birlikdə planı müzakirə etmək barədə göstəriş verdi. Hökümət başçısı yaz turizm mövsümünü xilas etmək üçün hər şeyin edilməli olduğunu vurğuladı. “Artıq beynəlxalq uçuşlara başlamağımıza imkan verəcək nota davam etmirik.

Eyni zamanda, hamısı birlikdə, ardıcıl olaraq, yay turizm mövsümünü qorumaq və işləmək üçün hər şeyi etməliyik. Dağ kurortlarımızda nə baş verdiyini hamımız görürük. Hamısı son dərəcə təəssüf doğurur. Turizm sektoru və Gudauri, Bakuriani, Mestia və ya Goderdzi-də biznesi olan insanlar üçün bu günkü vəziyyətin nə qədər çətin olduğunu hamımız yaxşı bilirik.

Ancaq bir daha vurğulayıram ki, bütün bunlar nəticədə ölkəni davamlı, ardıcıl iqtisadi bərpa mənbəyi ilə tərk etmək və bu qısamüddətli, sürətli, impulsiv qərarlarla bu iqtisadi imkanları təhlükəyə atmamaq üçün edilir. Hansı ki, sürətli bərpa şəraitində yaz üçün açılacaqdır.

Bunun səbəbi, ilk növbədə, yalnız Gürcüstanda deyil, həm də dünya miqyasında yeni test sxemi və aktiv testlər, həmçinin peyvənd imkanlarıdır ”dedi Giorgi Gakharia.

Baş nazirin sözlərinə görə, Gürcüstanın qlobal iqtisadiyyatın bir parçası və ayrı bir ölkə olan kiçik, lakin son dərəcə açıq bir iqtisadiyyatı var, iqtisadi böhranın öhdəsindən gələ bilmir.

"Hamımız birlikdə çalışmalıyiq ki, əmin olduğumuz fürsətlərin, ilk növbədə, epidemioloji vəziyyətin düzgün idarə olunması və epidemiya səviyyəsinin azaldılması, həmçinin mümkünlüyü ilə yaxın gələcəkdə açılsın. aşılama, son dərəcə sürətli və təsirli bir şəkildə istifadə edilməlidir. "

Natia Turnava, Maia Tskitishvili, Ekaterine Tikaradze və digər həmkarlar, bu həftə protokolları, bu sektorun necə çalışması lazım olduğunu, həm də açılış mərhələlərini və səbəb əlaqələrini razılaşdırmaq üçün turizm sektoru ilə görüşlərə başlayacaqlar. Hansı ki, epidemiyanın yayılması ilə birbaşa əlaqəlidir" - dedi hökumət başçısı.

Baş nazirin sözlərinə görə, Gürcüstan hökumətinin atacağı ən vacib növbəti addım təhsil müəssisələrinin, ilk növbədə ibtidai təhsil müəssisələrinin açılmasıdır. "Məktəblilərin və onların valideynlərinin uzun müddət evdə qalmasının nə demək olduğunu və siniflərdə fiziki olaraq iştirak etmək imkanının olmamasını çox yaxşı başa düşürük.

"Burada, epidemioloji vəziyyət bizə fürsət verən və nisbət 4%-dən aşağı düşən kimi əlbətdə ki, son dərəcə vacib bir sahədə, xüsusən də uşaqlarımız üçün sürətli hərəkət etmək üçün əlimizdən gələni edəcəyik" dedi Giorgi Gakharia.

Hökumət başçısı, Təşkilatlararası Koordinasiya Şurasının iclasında Dünya Gömrük Gününə də cavab verdi və Gürcüstan gömrükçülərini peşə günü münasibətilə təbrik etdi.

Baş nazirin sözlərinə görə, gömrük işçilərinin fəaliyyəti ölkənin sürətli iqtisadi inkişafı üçün çox vacibdir. “Gürcüstan Gömrüyü, epidemiyanın ilk günündən etibarən prosesin idarə olunmasında fəal iştirak etdi.

Gürcüstanın iqtisadi sərhədlərini ləyaqətlə qorumaqla yanaşı, həm vətəndaşlarımıza, həm də qonaqlarımıza, iqtisadi aktyorlara da pandemiya şəraitində normal fəaliyyət göstərməyə kömək etmək və onlara təşəkkür etmək istəyirəm. Gömrükçülərimiz 24 saat işləyirlər. Bu, ölkənin iqtisadi inkişafı, ölkənin iqtisadi sərhədlərinin qorunması və ölkənin sürətli iqtisadi inkişafı üçün son dərəcə dəyərli və son dərəcə vacib bir fəaliyyətdir. Görürük, qiymətləndiririk və onlara təşəkkür edirik ”dedi bash nazir.


  • საკოორდინაციო საბჭოს სხდომა
  • საკოორდინაციო საბჭოს სხდომა